სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ტედესკო: "ძალიან პასიურები ვიყავით"

"მთლიანობაში დამსახურებული მარცხი ვიწვნიეთ. ვთვლი, რომ პირველ რიგში მატჩი სათანადოდ ვერ დავიწყეთ. ძალიან პასიურები ვიყავით. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ მომატება მმართებდათ, მაგრამ ჩვენი საუკეთესო სათამაშო მონაკვეთის შუაში გოლი მივიღეთ. სამწუხაროდ, გუნდის მოქმედებებში შიში შეინიშნებოდა. მიუნხენში ქულების დაგროვების შემთხვევაში დაცვა არა მხოლოდ საკუთარ კარებთან, ასევე წინ გმართებს. ამის გაკეთება ვერ გამოგვივიდა", განაცხადა დომენიკო ტედესკომ.

"თამაშში ვმონაწილეობდით, მომენტებს ვქმნიდით. ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმს ეხებოდა, როდესაც ანგარიში შეიძლება 2:2 გამხდარიყო. ბურთების გაშვების დროს დაუშვებლად ვითამაშეთ. ამ მომენტისთვის ამის ახსნა არ შემიძლია. ეს ეხება იმ მონაკვეთს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. მატჩში გარდატეხის შეტანა შეგვეძლო, მაგრამ ფატალური შეცდომები დავუშვით. ყველაფერი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ", დაამატა ბასტიან ოჩიპკამ.


10-02-2019