სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დორტმუნდმა ვერ მოიგო, ბაიერნმა 3 ქულა მოიპოვა

პირველი 10 წუთი ბაიერნის დიდი უპირატესობით წარიმართა. საშუალო დისტანციიდან ალაბამ გაისროლა, მაგრამ ბურთი კარებს ოდნავ ასცდა.

მე-12 წუთზე რეკორდმაისტერმა თავისას მიაღწია. ხამესმა ლევანდოვსკის გადაცემა გაუკეთა, პოლონელმა ორ მცველთან ორთაბრძოლაში იმდენი გააკეთა, რომ ბრუმას ბურთი საკუთარ კარებში გაატანინა, 1:0!

მე-18 წუთზე გნაბრის ანგარიში უნდა გაეზარდა, მაგრამ ფერმანმა ბურთი მოიგერია.

შემდგომში ორ წუთში მეტოქეებმა გოლები გაცვალეს. კუტუჯუმ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ თითქმის ეგრევე ლევანდოვსკიმ სტატუს კვო აღადგინა, 2:1!

30-ე წუთზე ხამესის დარტყმის შემდეგ ფერმანმა მშვენიერ ნახტომში ბურთი მოიგერია. კუთხურმა ბაიერნს დივიდენტები არ მოუტანა.

ცოტა ხანში შალკემ სტანდარტი მშვენივრად გაათამაშა, მაკკინიმ თაური დარტყმით ანგარიში კინაღამ გაათანაბრა, მაგრამ ტიაგომ ნახტომში ბურთი მოიგერია.

35-ე წუთზე ბაიერნი კონოპლიანკას დარტყმის შემდეგ ულრაიხმა გადაარჩინა.

პირველი ტაიმის მიწურულს ხელსაყრელი ჯარიმა ხამესმა ვერ გამოიყენა.

53-ე წუთზე ბაიერნი გაშვებულ ბურთს სასწაულად გადაურჩა.

ვერ გაიტან, გაგიტანენ! ბაიერნმა 57-ე წუთზე შალკე დასაჯა. ლევის "მაკრატელა" გნაბრიზე გადაცემად იქცა, რომელმაც თაური დარტყმით ბურთი კარებში გადააგზავნა, 3:1!

74-ე წუთზე მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ლევანდოვსკი ერთი ერთზე აღმოჩნდა, მაგრამ კარებს ბურთი ააცილა.

82-ე წუთზე გორეცკამ კარგი მომენტი გააცუდა...

ბაიერნმა მატჩი გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.


09-02-2019