სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ტედესკო: "ხანდახან ტანჯვაც არის საჭირო"

შალკე ბაიერნთან შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება. მატჩს ტრავმების გამო შეპფი, სტამბული, ემბოლო, სკრჟიბსკი გამოტოვებენ. მეკარე ნუბელი დისკვალიფიცირებულია. კითხვის ნიშნის ქვეშ არის ნასტასიჩის თამაშიც. მას საზარდულის კუნთი აწუხებს.

"გუნდი შეხვედრას მოუთმენლად ელის. თამაში სრული კონცენტრაციით გვმართებს. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. ხანდახან ტანჯვაც არის საჭირო", განაცხადა დომენიკო ტედესკომ.

სატურნირო ცხრილში შალკე მხოლოდ მე-12 ადგილზე იმყოფება. სპორტულ პრობლემებს ყოფილი მენეჯერის რუდი ასაუერის გარდაცვალებაც მიემატა. შალკე მოტივაციის ნაკლებობას არ გრძნობს.


09-02-2019