სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

შალკესთან მატჩის მოლოდინში

შალკესთან მატჩის წინ დასკვნით ვარჯიშზე მშვენიერი განწყობა სუფევდა. ერთ-ერთი მიზეზი თასის მეოთხედფინალში გასვლა იყო. "გუნდმა ხასიათი გამოავლინა. 120 წუთის განმავლობაში თამაში ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ბიჭებმა მშვენიერი განწყობა, ერთიანობა და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. იგივეს შაბათს საღამოსაც ველი. მშვენიერია, რომ სათასო მატჩის შემდეგ ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა. არიენ რობენი და კოკო ტოლისო ისევ აღდგენითი პროგრამით ვარჯიშობენ. რაც შეეხება ნოიერის მდგომარეობას, მწვრთნელს რისკზე წასვლა არ სურს. "მისი გამოსვლა საეჭვოა", თქვა კოვაჩმა.

სტატისტიკა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ჩემპიონატის ფარგლებში რეკორდმაისტერი შალკესთან 16 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება (13 გამარჯვება, 3 ფრე). პირველი წრის შეხვედრაში ბაიერნმა შალკე მშვენიერ სტილში ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გუნდს წაუგებელი სერიის გაგრძელება სურს. სექტემბერში მიუნხენელებს სრულიან დომინირებდნენ. მეტოქე ამოკეტილი საკუთარ საჯარიმოში ჰყავდათ. "მეტოქე ჩვენს კარებთან რაც უფრო შორს იქნება, მით უფრო დიდია მოგების შანსები", ახსნა კოვაჩმა.


09-02-2019