სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნიკო კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. მხოლოდ ორმა მოთამაშემ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. ლევერკუზენიდან და ბერლინიდან ყველა ჯანმრთელი დაბრუნდა".

"ნოიერმა მინდორზე დაბრუნების საკითხი თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ხვალინდელ შეხვედრას, დიდი ალბათობით, გამოტოვებს. რისკზე წასვლა არ გვსურს. წინ ლივერპულთან ჯახი გველის. ნოიერისგან სიგნალს ველოდებით".

"შეცდომებს ყველანი ვუშვებთ. ჰუმელსის სკამზე დასმას არ ვაპირებ".

"საკუთარ ფეხბურთელებს ყოველთვის ბოლომდე ვიცავ. ისინი თავად ხვდებიან, რომ დამნაშავეები არიან".

"გლადბახს კონკურენტად მივიჩნევ. მათი სამწვრთნელო შტაბი ძალიან კარგ მუშაობას ატარებს".

"არპი ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ სხვა ვერაფერს ვიტყვი, რადგანაც მისი გადასვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია".

"ჰერტას წინააღმდეგ მართლაც რომ კარგად ვითამაშეთ. ვგრძნობდი, რომ შეხვედრას არ წავაგებდით. გუნდური სულისკვეთება მაღალ დონეზე გვქონდა აყვანილი".

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ხამესი ექსტრაორდინალური ფეხბურთელია. ჰერტასთან კოლუმბიელმა საკუთარი მაღალი დონე დაამტკიცა".

"ნოიერის გარდა რობენიც ტრავმირებულია. ჰოლანდიელის მინდორზე დაბრუნების ზუსტ თარიღს ჯერ ვერ გეტყვით. 100%-ით მზად უნდა იყოს".

"ყველა შეხვედრაში გამარჯვებაზე ვითამაშებთ. დორტმუნდზე ზეწოლის მოხდენა გვმართებს. ჩემპიონის ტიტულის მოპოვება გვსურს"


08-02-2019