სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ერთიანობამ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა

ჰერტასთან შეხვედრაში ბოლო გოლი, რომელმაც მეოთხედფინალის საგზურის ბედი გადაწყვიტა, დამახასიათებელი აღმოჩნდა. პირველი ექსტრა ტაიმი მიმდინარეობდა. რომლის დროსაც რობერტ ლევანდოვსკიმ უკანა ძელზე "მაკრატელის" მეშვეობით გადაცემა შეასრულა. მანდ კინგზლი კომანმა, მცველებთან ორთაბრძოლაში, თაური დარტყმით ბურთი კარებში გადააგზავნა. ნებისყოფის წყალობით მიუნხენელებმა რთული მატჩის ბედის გადაწყვეტა მოახერხეს. არც ისე მარტივ გარემოებებში ბაიერნელებმა ჟინი და გამარჯვების სურვილი გამოავლინეს.

ცივი შხაპის ქვეშ გუნდი უკვე მესამე წუთზე მოხვდა, როდესაც მაქსიმილიან მითელშტედტმა სწრაფი შეტევის შემდეგ ანგარიში გახსნა. "სწრაფი გოლი მივიღეთ, მაგრამ მეტოქეს ასევე სწრაფად ვუპასუხეთ", განაცხადა ზულემ. მცველი სერჟ გნაბრის გოლზე საუბრობს, რომელიც ვინგერმა ოთხ წუთში შეაგდო. "ბიჭებს კომპლიმენტი. ის საგოლე შეტევა კარგად გაათამაშეს", მატჩის შემდეგ შეაქო გუნდი კოვაჩმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისმა მოთამაშეებმა "ძლიერი ხასიათი გამოავლინეს და ბურთს კარგად განკარგავდნენ".

შეხვედრის დანარჩენ დროში ბაიერნელები სრულიად დომინირებდნენ. ბერლინელებს თამაში ნაკლებად გამოსდიოდათ. 49-ე წუთზე შესანიშნავმა გნაბრიმ ანგარიში 2:1-მდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერის რიგებში გნაბრი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. 89-ე წუთის ჩათვლით, როდესაც სერჟი გამოცვალეს, ვინგერმა მონაწილეობა გუნდის ყველას შეტევაში მიიღო. "ყოველ შეხვედრაში ბოლომდე დახარჯვას ვცდილობ. გასულ მატჩში ეს კარგად გამომივიდა", გააზიარა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა.

მაგრამ ძირითად დროში რეკორდმაისტერს გამარჯვების მოპოვება ვერ გამოუვიდა. "შეხვედრაში სრულიად ვდომინირებდით და ჩემს მიერ დაშვებული შეცდომა რომ არა, 90 წუთში მარტივ გამარჯვებას მოვიპოვებდით. ჩემს გამო ექსტრა ტაიმების თამაში მოგვიწია", თვითკრიტიკულად განაცხადა ჰუმელსმა. 67-ე წუთზე ცენტრალურმა მცველმა თავით ბურთი ცუდად დაუბრუნა, რის შედეგად ზელკემ ანგარიში გაათანაბრა, 2:2. საინტერესო ფაქტი: ბაიერნი ბურთს სათამაშო დროის 74% განმავლობაში ფლობდა. კარების მიმართულებით 24 დარტყმა განახორციელა, მეტოქეს აქტივში მხოლოდ 4 დარტყმა იყო.

"შეცდომები დავუშვით, რომლებიც არ უნდა დაგვეშვა. საკუთარ თავს სირთულეები თვითონ შევუქმენით. მატჩის მოგება ძირითად დროში გვმართებდა", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა. აქედან გამომდინარე გუნდს ბრძოლა კიდევ 30 წუთის განმავლობაში მოუწია. კომანის გოლის წყალობით ბაიერნი მეოთხედფინალში გავიდა, რომელიც 2 ან 3 აპრილს გაიმართება. "ექსტრა ტაიმებში გუნდის ერთიანობა გადამწყვეტი ფაქტორი გახდა. ბევრი ოფლის დაღვრა მოგვიწია", თქვა ზულემ.

მომდევნო კვირების განმავლობაში მოპოვებული გამოცდილება შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს. "მომდევნო შეხვედრების ფონზე გასულ მატჩს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. ესეთ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება საკუთარ ძალებში რწმენას აგვიმაღლებს", აღნიშნა რობერტ ლევანდოვსკიმ. "ჩვეულ რიტმს დავუბრუნდით. ესე გაგრძელება გვსურს, რადგანაც წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება. მოგებათა სერია უნდა წამოვიწყოთ", დაამატა ჰასან სალიჰამიჯიჩმა. იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო ექსტრა ტაიმებიც ბაიერნის სასარგებლოდ დასრულდება.


08-02-2019