სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დარდაი: "გუნდთან პრეტენზიები არ მაქვს"

"ვთვლი, რომ კარგი თამაში ვაჩვენეთ. ჩემ გუნდს დროის დიდი მონაკვეთის განმავლობაში გნაბრის და კომანის განეიტრალება გამოსდიოდა. რიბერის გამოსვლის შემდეგ ამის გაკეთებას უკვე ვერ ვახერხებდით. მესამე ბურთის გაშვების სიტუაციაში თავი ცუდად დავიცავით. ბაიერნი კარგად გამოიყურებოდა. ტაქტიკური თვალსაზრისით მაქსიმუმის დემონსტრირება შევძელით. გუნდთან პრეტენზიები არ მაქვს. ჯერ იმ დონეზე არ ვართ, რომ შექმნილ სიტუაციაში ბაიერნის დამარცხება შეგვეძლოს", განაცხადა პალ დარდაიმ.

"რა თქმა უნდა ბაიერნის კარებში გოლით მოხარული ვარ. მეტოქე შეხვედრაში დომინირებდა. სამწუხაროა, რომ ჩემი გატანილი ბურთი საკმარისი არ აღმოჩნდა. იმ მომენტების გამოყენება გვმართებდა, როდესაც დაცვიდან შეტევაზე გადართვას ვახერხებდით. ბაიერნის დასამარცხებლად იდეალური დღე არის საჭირო", განაცხადა დეივი ზელკემ.


07-02-2019