სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი მეოთხედფინალში გავიდა

შეხვედრა მსაჯის უხეში შეცდომით დაიწყო. შმიდტმა საჯარიმოში გორეცკას წინააღმდეგ თამაშის დარღვევა ვერ დაინახა. პენალტი არ დანიშნა და ლეონს კიდევ ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჰერტამ ეგრევე კონტრშეტევა განახორციელა და მითელშტედმა ანგარიში გახსნა, 1:0!

ბაიერნმა ბურთი ხელთ იგდო და მერვე წუთზე თავისი საგოლე შეტევა წამოიწყო. ლევანდოვსკიმ საჯარიმოში იბრძოლა, რის შემდეგაც ბურთი გნაბრისთან მიუვიდა. ახლო მანძილიდან სერჟმა იარშტაინს შანსი არ დაუტოვა, 1:1!

20-ე წუთზე დუბლის შესრულების შესაძლებლობა გნაბრის ჰქონდა, მაგრამ მეტოქის მეკარემ დარტყმა მოიგერია. კუთხურმა რეკორმაისტერს სარგებელი არ მოუტანა.

გნაბრი ძალიან აქტიური იყო. სერჟმა საშუალო დისტანციიდან დაარტყა, მაგრამ იარშტაინი ბურთს დაეუფლა.

შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით 1:1 გავიდნენ.

49-ე წუთზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა სერჟ გნაბრიმ დუბლი შეასრულა. ხამესმა საგოლე გადაცემა მიითვალა, 1:2!

67-ე წუთზე ჰუმელსმა წარმოუდგენელი შეცდომა დაუშვა, რომელიც ზელკემ ცივსისხლიანად გამოიყენა, 2:2...

81-ე წუთზე ხამესმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. ალაბას საფლანგო გადაცემის შემდეგ კოლუმბიელმა ახლო მანძილიდან კარებს ააცილა.

მატჩის ძირითადი დრო საყაიმო ანგარიშით 2:2 დასრულდა.

99-ე წუთზე ბაიერნი წინ მაინც გავიდა! მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ბურთი კარებში თაური დარტყმით კომანმა გადააგზავნა, 2:3!

105-ე წუთზე ჰუმელსმა ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი ხარიხას ზემოდან გადააცილა.

მეორე დამატებით ტაიმში ბურთი ბაიერნს ჰქონდა. ჰერტა მხოლოდ კონტრშეტევების იმედზე იყო.

117-ე წუთზე ხამესს წერტილის დასმა შეეძლო, მაგრამ დარტყმა ვერ გამოუვიდა.

რთული შეხვედრა ბაიერნის გამარჯვებით დასრულდა.

მეოთხედფინალის წილისყრა 10 თებერვალს გაიმართება.


07-02-2019