სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

წლის პირველი პლეიოფი

ბერლინში სათასო ატმოსფერო ბრუნდება: საღამოს ჩვენი დროით 23.45 წუთზე ბაიერნი ჰერტას დაუპირისპირდება. მიუნხენების ბანაკში შეხვედრის დიდი მოლოდინი აქვთ. "საღამოს მატჩების დროს განსხვავებულ ადრენალინს ვგრძნობ", განაცხადა ნიკო კოვაჩმა და დაამატა, რომ გუნდს ახალი წლის პირველ პლეიოფისთვის სერიოზული კონცენტრაცია მმართებს. "უმნიშვნელო შეცდომის დაშვებაც შეიძლება ტურნირიდან გავარდნა გამოიწვიოს".

კოვაჩმა ბაიერნის სათავეში პირველი მარცხი ზუსტად ბერლინში ჰერტასთან იწვნია და მან იცის რასაც ამბობს. "რა თქმა უნდა ისტორიის გამეორება არ გვსურს". აღნიშნა კოვაჩმა. "პირველ რიგში მომდევნო რაუნდში გასვლა გვსურს და ასევე რაღაც სათამაშო დეტალების გაუმჯობესება გვმართებს. რთული ბრძოლის მოლოდინში ვარ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება".

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც "ბებერ ქალბატონს" ბაიერნის წინააღმდეგ კარგი შეხვედრის ჩატარება გამოუვიდა. 2016 წლის სექტემბრიდან დაწყებული, როდესაც ალიანც არენაზე ჰერტამ ბაიერნს სძლია, ბერლინელებს რეკორდმაისტერთან 4 მატჩის განმავლობაში არ წაუგია. ნიკო კოვაჩისთვის ეს სტატისტიკა შეუმჩნელი არ დარჩა. "ეს იმაზე მეტყველებს, რომ მეტოქე ძალიან მოტივირებულია, რაც პირველ რიგში საკუთარ კედლებში გამოსვლას ეხება, სადაც შესაძლებლობების მაქსიმუმს დემონსტრირებს". მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ლევერკუზენთან მატჩის განსხვავებით, კოვაჩის განკარგულებაში ტიაგო და რიბერი იქნებიან.

"ჰერტამ დიდ პროგრესს მიაღწია. პალ დარდაი ხელმძღვანელობით გუნდი ძალიან სასიამოვნო და წარმატებულ ფეხბურთს დემონსტრირებს", განაცხადა ბერლინში დაბადებულმა ჯერომ ბოატენგმა. ცენტრალური მცველის აზრით, მის პარტნიორებს პირველი წუთებიდან სრული კონცენტრაციით თამაში და მაქსიმუმზე დახარჯვა მმართებთ. "რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ", აღნიშნა ბოატენგმა.

მიუნხენელების სასარგებლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ბაიერნი თასის მეოთხედფინალში ყოველთვის გადიოდა. ბოლო 9 წლის განმავლობაში რეკორდმაისტერი მონაწილეობას ტურნირის ნახევარფინალურ სტადიაზე იღებდა.


06-02-2019