სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნოიერი განაცხადში შეიყვანეს

კაპიტანი მატჩის განაცხადშია! ნოიერი გუნდთან ერთად ბერლინში გაემგზავრა, სადაც საღამოს გერმანიის თასის შეხვედრა გაიმართება. წინა კვირას რეკორდმაისტერის პირველმა ნომერმა ვარჯიშზე ხელი იტკინა და გასულ უქმეებზე ლევერკუზენთან მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო. ბერლინში გაგვზავრებამდე 32 წლის მეკარემ დასკვნით ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო.

ნიკო კოვაჩმა განაცხადში, ნოიერის გარდა, ტიაგო და რიბერი შეიყვანა. ესპანელი რაღაც დროის პერიოდი კუნთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო არ ვარჯიშობდა. რიბერის აღსადგენად თვე დაჭირდა. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ტრავმა დოჰას შეკრებაზე მიიღო.

არიენ რობენი ბარძაყზე მიღებული ტრავმის შემდეგ სათანადო კონდიციებში ჯერ ვერ ჩადგა. "100%-ით მზად ჯერ არ არის. აქედან გამომდინარე მის კანდიდატურას არ განვიხილავთ", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.

იგივე რენატო სანჩესსაც ეხება, რომელმაც მწვრთნელის თქმით "ლევერკუზენთან მატჩის შემდეგ ტერფში ტკივილები იგრძნო", აქედან გამომდინარე მას პაუზა დაჭირდა. კოკო ტოლისო, რომელმაც სექტემბერში მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, ცოტა ხნის წინ სირბილს დაუბრუნდა.


06-02-2019