სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

70 წლის განმავლობაში ბაიერნი და ჰერტა გერმანიის თასის ფარგლებში ერთმანეთს მხოლოდ სამჯერ შეხვდნენ. 1967 და 1986 წწ. მიუნხენელები მეტოქეს პირველ რაუნდში გასცდნენ (3:2 და 2:1). 1977 წლის გათამაშების მეოთხედფინალურ შეხვედრაში გამარჯვება დედაქალაქელებმა იზეიმეს. საინტერესო ფაქტი, ყველა წინა მატჩი ბერლინში ჩატარდა.

გერმანიის თასზე, ბაიერნი, ბოლო წლების განმავლობაში, წარმატებულად ასპარეზობს. გასვლით შეხვედრებში წაუგებელი სერია უკვე 10 წელს შეადგენს. უკანასკნელად რეკორდმაისტერი 2009 წლის მარტში ლევერკუზენთან დამარცხდა (2:4). იმ დღიდან დაწყებული, მიუნხენელები ზედიზედ 29 გასვლით მატჩში არ აგებენ. აქედან 18 შეხვედრაში ბაიერნს გოლი არ გაუშვია. ამ მატჩების საერთო ანგარიში - 89:13.

ჰერტას საქმეები პირიქით აქვს. საშინაო მატჩებს გუნდი არც ისე წარმატებულად ატარებს. უკანასკნელად ბერლინელებმა, საკუთარ სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა, 2011 წლის დეკემბერში კაიზერსლაუტერნთან მოიგეს (3:1). ამის შემდეგ სამივე საშინაო მატჩი დათმეს. ჰერტასთვის კაიზერსლაუტერნი ბოლო ბუნდესლიგის გუნდი იყო, რომელთანაც ბერლინელებმა გამარჯვების მოპოვება შეძლეს. ოთხ მომდევნო დუელში ჰერტა ტურნირს ემშვიდობებოდა.

1985 წლიდან დაწყებული გერმანიის თასის ფინალი ბერლინის ოლიმპიაშტადიონზე ტარდება. ჰერტას საშინაო ფინალში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია. ერთხელ (2015/16 წწ.) ბერლინელები ნახევარფინალში გავიდნენ, სამჯერ მეოთხედფინალში თამაშობდნენ. შედარებისთვის: 1985 წლიდან ბაიერნი ფინალში 15-ჯერ გადიოდა, აქედან 11-ჯერ ტურნირის გამარჯვებული ხდებოდა.


05-02-2019