სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"მშობლიურ ქალაქში დაბრუნება მიხარია. ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ. ჩემპიონატის ფარგლებში ოლიმპიაშტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში ჰერტას წინააღმდეგ დავმარცხდით. ოთხშაბათს უკეთესი შედეგის მოპოვება გვსურს".

"ნოიერი კარგ გზას ადგას, მაგრამ ექიმებისგან მწვანე შუქის ანთებას დაველოდებით. მიიღებს თუ არა მონაწილეობას ბერლინის მატჩში? ამაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. დასკვნით ვარჯიშს დაველოდებით".

"თამაშის გაუმჯობესება გვმართებს. მიმდინარე ჩემპიონატში ანგარიშის გახსნის შემდეგ მეტოქეებს 12 ქულა ვაჩუქეთ. ბაიერნის ისტორიაში ესეთი მაჩვენებელი არ მახსენდება".

"ოთხშაბათს რობენი ვერ ითამაშებს. სანჩესს გუშინ არ უვარჯიშია. დღევანდელ ვარჯიშს დაველოდებით".

"ლევერკუზენთან კომანმა ფანტასტიური თამაში აჩვენა. ნუ გვავიწყდება, რომ მას ორი სერიოზული ტრავმა აქვს გადატანილი. საუკეთესო კონდიციებში ჩასადგომად რაღაც დროის პერიოდი დაჭირდება. მას მშვენიერი უნარები გააჩნია. ამას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ".

"3 გოლის გაშვების დროს 4 ბურთის გატანა ძალიან რთულია. მიმდინარე ჩემპიონატში 3 გოლი 3 შეხვედრაში მივიღეთ. ასევე აიაქსთან მატჩს გავიხსენებ".

"თომას მიულერის დისკვალიფიკაცია ლივერპულთან შეხვედრებზე სამწუხარო ამბავია. მაგრამ პირდაპირი წითელი ბარათი 2-მატჩიან დისკვალიფიკაციას იწვევს. ლივერპულს ორ კვირაში შევხდებით. ახლა ბერლინის სათასო მატჩზე ვფიქრობთ. გუნდის წინაშე ნათელი ამოცანა დგას - შეხვედრის მოგება და მომდევნო რაუნდში გასვლა".

"ჰერტა თავს კარგად იცავს. ბუნდესლიგის შეხვედრაში 3 განახორციელებული დარტყმიდან მეტოქემ 2 ბურთი გაგვიტანა. კომპაქტური თამაშის დემონსტრირება გვმართებს. თასის ფინალში ბაიერნთანაც ერთად მსურს გასვლა".

"პენალტების სერიამდე საქმის მიყვანა არ გვსურს. მატჩის მოგებას 90 წუთის განმავლობაში ვეცდებით".


05-02-2019