სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ჰერტასთან მატჩისთვის მზადდებას შეუდგა

ბაიერნმა ლევერკუზენისგან მარცხი უკვე უკან ჩამოიტოვა. გუნდი გერმანიის თასის შეხვედრისთვის ჰერტას წინააღმდეგ მზადდებას შეუდგა.

"ლევერკუზენთან მატჩი უკან უნდა ჩამოვიტოვოთ. წინ მოძრაობა გვმართებს. გასული შეხვედრა დეტალურად განვიხილეთ", განაცხადა ლეონ გორეცკამ. ახლა სრული კონცენტრაცია რეკორდმაისტერს სათასო შეხვედრაზე აქვს გადატანილი. ოთხშაბათს ბაიერნი, წარმატების შემთხვევაში, ტურნირის მეოთხედფინალში ზედიზედ მეთერთმეტედ გავა.

"ზეწოლის გრძნობა სიამოვნებას მანიჭებს. ამ მიზნით ბაიერნში გადავედი. ამ გარემოებების თანხლებით საუკეთესო კონდიციებს ვინარჩუნებ. მატჩებს სწორი განწყობით ვხდები. ოთხშაბათს ზუსტად ამ დონის შეხვედრის მოლოდინში ვართ", განაცხადა ნახევარმცველმა, რომელსაც საკუთარი 3-გოლიანი სერიის გაგრძელება სურს. "რა თქმა უნდა მიხარია, როდესაც გოლებით გუნდს ვეხმარები. ასე გაგრძელება მსურს".

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს ასევე უხარია, რომ სავარჯიშო პროცესს ტიაგო, არიენ რობენი და ფრანკ რიბერი დაუბრუნდნენ. "გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან, რომლებიც მომდევნო კვირების განმავლობაში დაგვჭირდებიან", აღნიშნა გორეცკამ. რობერტ ლევანდოვსკიმ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. მას დატვირთვებისგან პაუზა მიეცა.


05-02-2019