სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერი ლივერპულთან ვერ ითამაშებს

უკვე ოფიციალურად! მიულერი ბაიერნს ლივერპულთან შეხვედრებში 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება. ორიოდე კვირის წინ მიუნხენურმა კლუბმა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება სცადა, მაგრამ დღეს UEFA-ს დისციპლინარულმა კომიტეტმა 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური სტადიის დასკვნით მატჩში აიაქსის წინააღმდეგ მიულერმა ტალიაფიკოსთან ორთაბრძოლაში წითელი ბარათი მიიღო და მას მინდვრის დატოვება მოუწია. ბაიერნს ლივერპულის წინააღმდეგ თამაში 19 თებერვალს (გასვლა) და 13 მარტს (შინ) მოუწევს.


04-02-2019