სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: "ახალი მოგებათა სერიის დაწყება გვმართებს"

ლევერკუზენიდან გუნდი ძალიან ცუდი განწყობით ბრუნდებოდა. გასვლაზე ბაიერთან მიუნხენელებმა სამწუხარო მარცხი ანგარიშით 1:3 იწვნიეს. "შედეგით, რა თქმა უნდა, ყველანი დამწუხრებულები ვართ. ამის გადატანა მოგვიწევს. თამაში შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით წარმართულიყო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ დასრულდა", აღნიშნა თომას მიულერმა.

მატჩი ბაიერნისთვის კარგად დაიწყო. ლევერკუზენმა აქტიური თამაში აჩვენა, მაგრამ მიუნხენელებმა ზეწოლა წარმატებულად შეაჩერეს და საკუთარი მომენტების შექმნას შეუდგნენ. შესვენებამდე ლეონ გორეცკამ (41.) ანგარიში გახსნა. რამდენიმე წუთში (45. +2) ლევანდოვსკიმ ანგარიში გაზარდა, მაგრამ ვიდეოასისტენტის გამოყენების შემდეგ მსაჯმა გოლი თამაშ გარე სიტუაციის გამო გააუქმა.

"პირველ ტაიმში გუნდი კარგად თამაშობდა. მეტოქეს ცოტა რამ გამოსდიოდა. ყველა კითხვა უნდა გადაგვეწყვეტა", განაცხადა ფინალური სასტვენის შემდეგ ნიკო კოვაჩმა. მწვრთნელმა ხაზი კომანის (13., 32., 40., 44.), ლევანდოვსკის (15.) და გორეცკას (26.) მომენტებს გაუსვა. "დივიდენტების აღება გვმართებდა. ამის გაკეთების შემთხვევაში, მეორე ტაიმზე საუბარი საჭირო არ იქნებოდა", თქვა ხორვატმა სპეციალისტმა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს. პირველ ტაიმში კარების ჩარჩოში დარტყმების მაჩვენებლით ბაიერნი მეტოქეს 5:0-ს უგებდა, შესვენების შემდეგ ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა - 1:4. ულრაიხმა 4 დარტყმიდან 3 გოლი მიიღო. 53-ე წუთზე ლეონ ბეილიმ, 63-ზე კევინ ფოლანდმა და 87-ზე ლუკას ალარიომ მატჩის ბედი გადაწყვიტეს.

"საკუთარი თამაშის პოვნა ვერ შევძელით", აღნიშნა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა. "დაცვაში კომპაქტურობა დაგვაკლდა. გაშვებული ბურთების დროს შეცდომები დავუშვით", განაცხადა ნიკო კოვაჩმა. ამის შედეგად, ლევერკუზენიდან ბაიერნი ქულების გარეშე დაბრუნდა. "სამწუხაროა, რომ გამარჯვების მოპოვება ვერ შევძელით", თქვა თომას მიულერმა, რომელიც ნოიერის არყოფნაში კაპიტნის ფუნქციებს ასრულებდა. გლადბახის შალკესთან გამარჯვების შედეგად, ბაიერნი მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა.

"უკმაყოფილებას ვგრძნობთ, მაგრამ წინ მოძრაობა გვმართებს. გუნდს 14 შეხვედრა აქვს ჩასატარებელი, სადაც 42 ქულის მოპოვება შეიძლება", თქვა სალიჰამიჯიჩმა. "სატურნირო ცხრილში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მაქსიმუმზე დახარჯვა გვმართებს", დაამატა მწვრთნელმა. "მატჩს აუცილებლად განვიხილავთ". ოთხშაბათს ბაიერნს უკვე მომდევნო ამოცანა ელოდება. გერმანიის თასის 1/8 ფინალში მიუნხენელები ჰერტას დაუპირისპირდებიან.

"მომდევნო მატჩზე სრული კონცენტრაცია გვმართებს", აღნიშნა მიულერმა. "ინგლისური" კვირების უპირატესობა ამით განსაზღვრდება. გუნდმა ლევერკუზენთან მარცხი უკან უნდა ჩამოიტოვოს და კონცენტრაცია მომდევნო შეხვედრაზე უნდა გადაიტანოს. წარმატების მიღწევის შემთხვევაში ფეხბურთელები საკუთარ ძალებში რწმენას დაიბრუნებენ.

"ზედიზედ 7 შეხვედრა მოვიგეთ, მაგრამ გასულ ტურში დავმარცხდით. ახლა ახალი სერიის დაწყება გვმართებს", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.


04-02-2019