სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნის მოგებათა სერია დასრულდა

მასპინძლებმა შეხვედრა ძალიან დინამიური პრესინგით დაიწყეს, მაგრამ უპირატესობისგან დივიდენტები ვერ მოიპოვეს.

მეათე წუთის შემდეგ ბაიერნმა თამაში გამოასწორა. მომენტები ხამესს, მიულერს და ლევანდოვსკის ჰქონდათ.

41-ე წუთზე გორეცკამ ანგარიში გახსნა. მიულერმა ფლანგიდან ჩაწოდებული გადაცემით ლეონი მონახა, რომელმაც თაური დარტყმით ბურთი კარებში გადააგზავნა, 0:1!

შესვენებამდე ლევანდოვსკიმაც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ოფსაიდის გამო გოლი არ ჩათვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ბეილიმ საჯარიმო დარტყმიდან ანგარიში გაათანაბრა. ულრაიჰმა გოლი თავის კუთხეში გაუშვა, 1:1...

63-ე წუთზე მასპინძლები წინ გავიდნენ, ახლო დუელში ფოლანდმა ულრაიჰს სძლია, 2:1.

10 წუთში ბაიერნს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვაიზერმა ლევერკუზენი გადაარჩინა.

76-ე წუთზე ლევანდოვსკის თაური დარტყმა კარებს ასცდა.

87-ე წუთზე ლევერკუზენი მორიგ კონტრშეტევაზე გაიქცა და ალარიომ ანგარიში 3:1-მდე გაზარდა.

დამატებულ დროში გნაბრიმ გაისროლა, მაგრამ ჰრადეცკიმ ბურთი აიღო.

94-ე წუთზე ლევანდოვსკის თაური დარტყმა კარებს ასცდა.


02-02-2019