სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

მიმდინარე ჩემპიონატის გასვლით შეხვედრებში ბაიერნმა 30 ქულიდან 24 მოიპოვა. ამ მაჩვენებლით რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის გუნდებს შორის საუკეთესოა. გასვლით შეხვედრებში მოგებათა სერია უკვე 4 მატჩს შეიცავს. საღამოს ლევერკუზენში ბაიერნი ამ სერიის განვითარებას ეცდება.

გერმანიის ჩემპიონატის ფარგლებში გუნდები ერთმანეთს 79 ჯერ შეხვდნენ. სტატისტიკა ბაიერნის სასარგებლოდ მეტყველებს. რეკორდმაისტერმა 47 გამარჯვება მოიპოვა, 16 მატჩი საყაიმო შედეგით დასრულდა და 16-ჯერ შეხვედრები მეტოქემ მოიგო. ბურთები 150:91. ლევერკუზენში ბაიერნს ასევე დადებითი სტატისტიკა გააჩნია: 16 მოგება, 10 ფრე და 13 მარცხი. ბურთები 57:57.

ამ მომენტისტისთვის ბაიერნი ბუნდესლიგის ერთადერთი გუნდია, რომელმაც უკანასკნელ 7 ტურში 7 გამარჯვება მოიპოვა. მაგრამ წარმატებული სვლა ლევერკუზენმაც მოახერხა, 8 უკანასკნელ მატჩში გუნდმა გამარჯვება 5-ჯერ იზეიმა (ფრე და 2 მარცხი).

მიმდინარე 2019 წელს ლეონ გორეცკა 3 გოლით მთავარი ბომბარდირია. საერთო ჯამში გორეცკას უკვე 5 გოლი დაუგროვდა და მან წინა სეზონის (4 გოლი) საკუთარი შედეგი უკვე გააუმჯობესა. რობერტ ლევანდოვსკიმ 26 შეხვედრაში 24 ბურთი შეაგდო. ევროპის მოწინავე 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელი მხოლოდ ლეო მესის აქვს (26 გოლი).

საინტერესო ფაქტი, ლევერკუზენის წინააღმდეგ უკანასკნელ 3 მატჩში ბაიერნმა მეტოქე იდენტური ანგარიშით დაამარცხა (3:1).


02-02-2019