სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: "ნამდვილი ბრძოლა გველის"

სეზონის მეორე წრის პირველ ტურში ბაიერნმა თავისი მატჩი დორტმუნდზე ადრე ჩაატარა. მეორე ტურში პირიქით მოხვდა. შაბათს, მე-20 ტურის ფარგლებში, მეტოქეები საკუთარ შეხვედრებს პარალელურად ჩაატარებენ. ჩვენი დროით 18.30 წუთზე ბაიერნი გასვლაზე ლევერკუზენს შეხვდება, დორტმუნდი კი ფრანკფურტს დაუპირისპირდება. "გავლენის მოხდენა მხოლოდ თავის მატჩზე შეგვიძლია. გამარჯვების მოპოვება გვმართებს", განაცხადა რეკორდმაისტერის მწვრთნელმა.

ბაიერნის თავკაცმა აღნიშნა, რომ გუნდი საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგას: "ვთვლი, რომ ლევერკუზენი ნამდვილად კარგი გუნდია. პეტერ ბოშის ხელმძღვანელობით შეტევის ხაზში, კომპაქტურობაში და პრესინგის გამოყენებაში მოუმატეს. მარტივი მატჩი არ გველის".

"უქმეებზე ნამდვილი ბრძოლა გველოდება. ფრთხილი თამაში გვმართებს. შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. ბურთის დაკარგვის დროს მომენტალური რეაქციის გამოვლენა იქნება საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქე კრაზანასავით დაგვესევა", განაცხადა კოვაჩმა.

აქედან გამომდინარე ბაიერნის გეგმა სრული კონცენტრაციის შენარჩუნებისგან და მეტოქეზე დომინირებისგან შედგება. კოვაჩი ტოლისოს, რომელიც მუხლზე მძიმე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის, რობენის, რიბერის და ნოიერის გამოყენებას ვერ შეძლებს.


01-02-2019