სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ იოზუა კიმიხთან

იოზუა, ახალი წელი გუნდმა ორი გამარჯვებით დაიწყო. როგორ შეაფასებდით მეორე წრის დასაწყისს?
"ნორმალური დასაწყისია, მაგრამ ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც გვსურდა. ჰოფენჰაიმთან შეხვედრის პირველი ტაიმი მშვენივრად ჩავატარეთ. მაგრამ მეორე ნახევარში ღია თამაში წავიდა, სადაც ზოგ ეპიზოდში ძალიან გაგვიმართლა. შტუტგარტთან პირიქით, პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, მეორეში კი უკეთ გამოვიყურებოდით. საჭირო შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ იმ დონის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რომელიც გვსურდა".

რა არის საჭირო, რომ 90 წუთის განმავლობაში გუნდმა კარგი თამაშის დემონსტრირება შეძლოს?
"ამაზე ახლა ვმუშაობთ. კარგი მონაკვეთები გამოგვდის. დისციპლინირებულად მათი ჩატარება მნიშვნელოვანია".

შტუტგარტთან შეხვედრაში თქვენ ისევ ორი საგოლე გადაცემა მიითვალეთ. ჩემპიონატში ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი საუკეთესო ასისტენტი ხართ. საგოლე გადაცემების შესრულება იგივე სიამოვნებას განიჭებთ, როგორც ეს გატანილი ბურთების დროს ხდება?
"რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, როდესაც ბურთის გატანა ან საგოლე გადაცემის შესრულება გამომდის. პირველ რიგში ეს იმიტომ ხდება, რომ ამით გუნდს ვეხმარები. მაგრამ ხანდახან კმაყოფილებას იმ დროსაც ვგრძნობ, როდესაც საგოლე შეტევებში მონაწილეობას არ ვღებულობ. ჩემი უმთავრესი ამოცანა - საიმედო დაცვას ეხება. მე ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ნაკლები ბურთი მივიღოთ ან სულაც კარები "მშრალად" შევინახოთ. ამ მიმართულებით მოსამატებელი გვაქვს".

რატომ ხდება, რომ დაცვის ხაზში ხანდახან 100%-ით საიმედოდ თამაში ვერ ხერხდება?
"ამ მომენტისთვის 90 წუთის განმავლობაში დომინირება ვერ გამოგვდის. პრობლემა მხოლოდ დაცვის ან ნახევარდაცვის თამაშში არ არის. ყველა ხაზმა ჰარმონიულად უნდა იმოქმედოს. ამაზე მუშაობა გვმართებს".

მომდევნო წლის პირველი "ინგლისური" კვირა გელოდებათ. 8 დღის განმავლობაში ლევერკუზენს, ჰერტას და შალკეს დაუპირისპირდებით. მოხარული ხართ იმით, რომ ისევ დინამიური ფაზა იწყება, თუ პრიორიტეტს კიდევ რამდენიმე სავარჯიშო კვირას მისცემდით?
"მოსამზადებლად საკმაო დრო გვქონდა. ვფიქრობ, რომ კარგ კონდიციებში ვიმყოფებით. ფეხბურთელებში "ინგლისური" კვირები განსაკუთრებულ გრძნობებს იწვევს. ვარჯიშების მინიმალური რაოდენობაა, მატჩების რიცხვი კი იზრდება".

შესაძლებელია, რომ მწვრთნელმა ისევ როტაციის პრინციპს მიმართოს და თქვენ ნახევარდაცვაში თამაში მოგიწიოთ. ლეონ გორეცკას და სერჟ გნაბრის განსხვავებით თქვენ ერთ პოზიციაზე მიჯაჯვული არ ხართ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს უნივერსალიზმი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის?
"ბაიერნში ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის რამდენიმე პოზიციაზე თამაშის უნარი მნიშვნელოვანია. როგორც წესი, მიუნხენში ჩამოსვლის დროს მწვრთნელი 18-20 წლის ფეხბურთელს არ ეუბნება, რომ ის მხოლოდ განაპირა მცველის ფუნქციებს შეასრულებს. მე თამაში რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია. ამის გამო პირველ გუნდში მოვხდი. მე ცენტრალური ან განაპირა მცველის ფუნქციების შესრულება და კიდევ თამაში ნახევარდაცვის ცენტრში შემიძლია. აქედან გამომდინარე, მწვრთნელს ჩემი გამოყენების რამდენიმე ვარიანტი გააჩნია. ამან ძალიან დამეხმარა. მაგრამ პერსპექტივაში ერთ მთავარ პოზიციაზე თამაშის პროგრესირება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება".

იღებთ სხვა და სხვა პოზიციებზე თამაშისგან სიამოვნებას?
"დიახ, განსაკუთრებით შექმნილ სიტუაციაში, როდესაც თამაში მარჯვენა მცველის ან საყრდენი ნახევარმცველის პოზიციებზე მიწევს. ორი სრულიად განსხვავებული პოზიციაა. ჩემი განვითარებისთვის მშვენიერია. თამაშს სულ სხვა კუთხით ვუყურებ. ამ პროცესის მსვლელობის დროს ბევრს ვსწავლობ. მარჯვენა მცველისგან სულ სხვა უნარები არის საჭირო, ვიდრე საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. სრულფასოვანი ფეხბურთელის უნარების მოპოვებაში მეხმარება".

შეგიძლიათ მაგალითისთვის დაასახელოთ რამდენიმე ასპექტი?
"ორივე პოზიციაზე ბევრი სირბილი მიწევს. მაგრამ მარჯვენა მცველი უფრო მეტ სწრაფ და ინტენსიურ გარღვევებს ანახორციელებს. საყრდენს კი საკუთარი პოზიციის შენარჩუნება და განსაზღვრულ ზონაში ბევრი გადაადგილება უწევს. მარჯვნიდან გვერდითი ხაზით ხარ შემოსაზღვრული. საფლანგო პოზიციისგან განხსვავებით ცენტრში გრძნობ, რომ თამაშში ხარ. მარჯვენა მცველის როლში ხშირად ერთი ერთზე სიტუაციებში ვხდები, ნახევარდაცვის ცენტრში კი, როგორც წესი, თანაგუნდელების დახმარება იგრძნობა".

8 თებერვალს 24 წლის ხვდებით. რას ისურვებდით ამ სეზონში?
"სპორტული თვალსაზრისით გერმანიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ისევ ვისურვებდი. მაგრამ დორტმუნდი ახლა კარგ გზას ადგას. ჩვენ მხოლოდ საკუთარ სიტუაციას ვუყურებთ. წინ ბევრი რთული ამოცანა გვაქვს, რომლებზეც კონცენტრაციის გამახვილება იქნება საჭირო. წინა წლებისგან განსხვავებით სულ სხვა სიტუაციაა. სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არ ვართ. ყოველივე მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. წაგების უფლება არ გვაქვს. გერმანიის თასში ჰერტას გამოგდება მსურს. ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან შეხვედრების დიდი მოლოდინი გამაჩნია. პირველ რიგში საკუთარ თავს ჯანმრთელობას და კარგ თამაშს ვუსურვებდი"


01-02-2019