სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რუმენიგე ზამთრის სატრანსფერო პერიოდის შესახებ

"ვფიქრობ, რომ ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის გადაბირება ჰასან სალიჰამიჯიჩს სურდა - კოლამ ჰადსონ ოდოი იყო. ჩვენი სპორტული დირექტორი ახალგაზრდა ფეხბურთელის უნარებით და ნიჭით აღფრთოვანებული დარჩა. დანარჩენი ინფორმაცია უბრალო ჭორებს მიეკუთვნებოდა, რადგანაც სხვა პოზიციების გაძლიერება არ გვჭირდება. ამას მომდევნო ზაფხულს განავახორციელებთ. რაც შეეხება ვაგნერს, მისი შემცვლელის შეძენა არ ვისურვეთ, რადგანაც ფორვარდის პოზიციაზე თამაში მიულერს და გნაბრის შეუძლიათ. კიდევ დავამატებ, რომ 2014 წლიდან ლევანდოვსკი ტრავმების გარეშე თამაშობს. იმედი გვაქვს, რომ სეზონის მეორე ნახევარშიც ჯანმრთელი იქნება", აღნიშნა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.


01-02-2019