სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

პაუზა ტიაგოსთვის

ზებენერ შტრასეზე ხალხმრავლობა შეინიშნება! ტოლისო სირბილს დაუბრუნდა, ნიკო კოვაჩის განკარგულებაში თითქმის ყველა ფეხბურთელი იყო. ვარჯიში მხოლოდ ტიაგომ გამოტოვა, რომელსაც პაუზა მიეცა, რადგანაც მას კუნთებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეაწუხეს.

"ტიაგო ვარჯიშს ვერ შეძლებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შაბათს გუნდს დაეხმარება", განაცხადა ნიკო კოვაჩმა ლევერკუზენთან მატჩის წინ. "ამ მატჩის დიდი მოლოდინი გამაჩნია", აღნიშნა კოვაჩმა, რომელიც 1996-99 წწ. ბაიერის ღირსებას იცავდა. "ყოფილ კლუბთან შეხვედრა ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებს. მანდ წარმატებული 3 წელი ჩავატარე", თქვა კოვაჩმა.

როგორც წინა 2 შეხვედრაში, ჰოფენჰაიმის და შტუტგარტის წინააღმდეგ, ბაიერნს რობენი და რიბერი, დიდი ალბათობით, ვერ დაეხმარებიან. კოვაჩის თქმით ორივე ფეხბურთელმა "გასულ 3-4 დღეში კარგად ივარჯიშეს", საერთო ჯგუფს დაუბრუნდნენ, მაგრამ 100%-ით მზად ჯერ არ არიან. "არ ვფიქრობ, რომ უქმეებისთვის ჩვეული კონდიციების დაბრუნებას შეძლებენ", აღნიშნა კოვაჩმა.

კოვაჩს და მის სამწვრთნელო შტაბს რისკზე წასვლა არ სურთ, რადგანაც გუნდს მონაწილეობა 3 ტურნირზე მოუწევს. "იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე კვირების და თვეების განმავლობაში უამრავი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს, აქედან გამომდინარე, ყველა ფეხბურთელი დაგვჭირდება", აღნიშნა მთავარმა მწვრთნელმა.


01-02-2019