სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნიკო კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"ვაგნერის გაშვებაზე თანხმობა მივეცით, რადგანაც ფორვარდის პოზიციაზე თამაში მიულერს და გნაბრის შეუძლიათ. სატრანსფერო საქმეებს ჰასან სალიჰამიჯიჩი აგვარებს. ვფიქრობ, რომ ზამთარში ახალ ფეხბურთელებს არ შევიძენთ".

"რიბერიმ და რობენმა გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშეს, მაგრამ სათანადო კონდიციები ჯერ ვერ დაიბრუნეს. შაბათს ფრანკი და არიენი ვერ ითამაშებენ. დღევანდელი ვარჯიში ტიაგომ გამოტოვა, მაგრამ ლევერკუზენში ნახევარმცველი გაეგმზავრება".

"ლევერკუზენი ჰაიკო ჰერლიჰის ხელმძღვანელობით კარგად გამოიყურებოდა. ბოშის მოსვლის შემდეგ უკეთ ათამაშდნენ. დაცვის ხაზში თამაში ყურადღებით გვმართებს".

"ტოლისო სირბილს დაუბრუნდა. მის საბოლოო დაბრუნებას მარტში ვგეგმავთ. გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია".

"ვიმეორებ, ფორვარდის პოზიციაზე არ ვნერვიულობ. ლევანდოვსკი გვყავს. მისი შეცვლა გნაბრის და მიულერს შეუძლიათ. თავდასხმელის პოზიციაზე თამაშის გამოცდილება ორივეს აქვს".


31-01-2019