სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ემოციური მომენტი ტოლისოსთვის

კოკო ტოლისო ზებენერშტრასეს მინდორზე გაღიმებული და ხელ აწეული გამოვიდა. ფრანგის კარგი განწყობა ყველასთვის გასაგები იყო, რადგანაც მძიმე ტრავმის შემდეგ ნახევარმცველმა გაზონზე სირბილს დაუბრუნდა. ვარჯიშის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონი ფიტნეს მწვრთნელს თომას ვილჰელმის ჩაეხუტა, რომელიც უკანასკნელი რთული თვეების განმავლობაში მის გვერდით იმყოფებოდა. "თავს ძალიან კარგად გრძნობს. დიდი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა მინდორზე ვარჯიში შეძლო და ამით, რა თქმა უნდა, მოხარულია", თქვა ნიკო კოვაჩმა.

ჩემპიონატის მეორე ტურში მსოფლიო ჩემპიონმა ლევერკუზენელ კევინ ფოლანდთან შეჯახების შედეგად მარჯვენა მუხლის ჯვარედინები დააზიანა. წარმატებული ოპერაციის შემდეგ ტოლისო მწყობრში ჩასადგომად ბეჯითად შრომობდა. ფეხბურთელმა დადებითი იმპულსი მიიღო. სირბილმა კოკოს ემოციური მომენტები აჩუქა.


31-01-2019