სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რიბერი საერთო ჯგუფს დაუბრუნდა

ოთხშაბათს ფრანკ რიბერიმ ვარჯიშის დიდი ნაწილი საერთო ჯგუფში ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ დოჰაში შეკრების ბოლო დღეს ფრანგმა ბარძაყის ტრავმა მიიღო. უკანასკნელი კვირების განმავლობაში ფრანკი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა. ამ მომენტისთვის, აღდგენითი პროგრამით მხოლოდ კოკო ტოლისო ვარჯიშობს. არიენ რობენმა ვარჯიშის დიდი ნაწილი გუნდთან ერთად ჩაატარა.

შტუტგარტთან მატჩამდე ნიკო კოვაჩმა განაცხადა, რომ მომდევნო უქმეების დროს რობენი და რიბერი შეიძლება მინდორს დაუბრუნდნენ. "იმედს ვიტოვებ, რომ ლევერკუზენთან რიბერი ან რობენი, ან შეიძლება ორივემ თამაში შეძლონ", განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა. ამ მომენტისთვის ეს სავსებით რეალურია.


30-01-2019