სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ვაგნერი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

ზანდრო ვაგნერმა ბაიერნი დატოვა. თავდასხმელი ჩინურ კლუბში ტიანცინ ტედაში გადაბარგდა, რომელმაც წინა ჩემპიონატში მე-14 ადგილი დაიკავა. 31 წლის ვაგნერმა ბაიერნის სისტემაში 11 წელი ჩაატარა, აქედან 2 წელი პირველ გუნდში ითამაშა. ვაგნერმა ხელმძღვანელობას, სპორტული თვალსაზრისის გამომდინარე, მოქმედი კონტრაქტის ანულირება სთხობა, რომელიც ძალაში 2020 წლამდე იყო.

"ზანდრო ვაგნერმა კონტრაქტის ანულირება გვთხოვა. მან ჩინეთიდან ძალიან კარგი შემოთავაზება მიიღო. ჩვენ ზანდროს გადასვლაში სირთულეებს არ შევუქმნით. ბაიერნში ჩატარებული შეხვედრებისთვის მადლობას ვუხდით და ჩინეთში წარმატებებს და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ", განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

ზანდრო ვაგნერი მიუნხენში დაიბადა. პროფესიონალურ დონეზე ფორვარდი კაიზერსლაუტერნში, ბრემენში, დუისბურგში, ჰერტაში, დარმშტადტში და ჰოფენჰაიმში თამაშობდა. ბაიერნის შემადგენლობაში 34 ჩატარებულ შეხვედრაში 10 ბურთი შეაგდო. 2008 და 2018 წლებში გერმანიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 2008 წელს გერმანიის თასი მოიგო.


30-01-2019