სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

"მატჩის დიდ მოლოდინში ვარ. ინტერვიუ შვაინშტაიგერთან

რამდენად მოგენატრათ ბაიერნი?
"ბაიერნი ყოველთვის ჩემს გულშია. როგორც წესი, მატჩებს ტელევიზორის საშუალებით ვუყურებ. ბაიერნის ფეხბურთელებთან მუდმივ კონტაქტში ვიმყოფები. მაგალითად: მანუელ ნოიერთან და თომას მიულერთან".

ახლა თქვენ კლუბს გარედან უყურებთ. რას იტყოდით მის შესახებ?
"ვფიქრობ, რომ ახლა უფრო მეტს ვხედავ. აშშ-ში კლუბი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ ვანკუვერში ვითამაშეთ. იქაც ტრიბუნებზე ბევრი გულშემატკივარი ბაიერნის მაისურში იჯდა. მატჩების დასრულების შემდეგ რაღაც დროის პერიოდს გულშემატკივრებს ვუთმობ. შეიძლება ითქვას, რომ ელჩის ფუნქციებს ვასრულებ".

როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ ნიკო კოვაჩი ბაიერნის მწვრთნელი გახდა?
"ვთვლი, რომ კლუბს მისი ფილოსოფია მოუხდება. ნიკოს და მის ძმას რობერტს ბაიერნის დნმ-ი გააჩნიათ. კლუბს და ოფიციალურ პირებს კარგად იცნობენ. ორივე ძალიან მოტივირებულია. მიუნხენში მათი ხილვით მოხარული ვარ".

2002 წლის 13 ნოემბერს თქვენი პროფესიონალური დებიუტი შედგა. იმ დღიდან უკვე 16 წელი გავიდა. გახსოვთ ყველა დეტალი?
"ძალიან ვნერვიულობდი. ოლიმპიაშტადიონის გასახდელში პირველად ავღმოჩნდი. მშვენივრად მახსოვს ის მომენტი, როდესაც საკიდზე ჩემი მაისური შევნიშნე. ორი ზომით დიდი იყო. ჩემი საკმაოდ გრძელი გვარი დაეტია (იცინის). შემდეგ ასოები შეამცირებს, იმისთვის, რომ კარგად ჩანდეს".

ახლა ალიანც არენას თქვენი ახალი გუნდის "Chicago Fire"-ის რიგებში უბრუნდებით. რამდენად ემოციური საღამო იქნება თქვენთვის?
"ჯერ თქმა რთულია. ნაკრებში გამოსამშვიდობებელი მატჩის დროს ემოციები ვერ შევაკავე. კარგი მოგონებების ტალღამ მომაწვა. დებიუტი, პირველი წარმატება, ნერვიულობა. მშვენიერი დრო იყო. ძალიან მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ ალიანც არენას მინდორზე ისევ გამოვალ. ძველ მეგობრებს და ახლობლებს მოვინახულებ. ასევე, რა თქმა უნდა, ეს გულშემატკივრებსაც ეხება. ჩემი უკანასკნელი შეხვედრიდან დაწყებული ალიანც არენაზე არ ვყოფილვარ. მაშინ დამშვიდობების საშუალება არ მქონდა. აქედან გამომდინარე ბაიერნს დიდ მადლობას ვუხდი, რადგანაც კლუბმა გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარების საშუალება მომცა".

ბაიერნის შემადგებლობაში თქვენ 500 ოფიციალური მატჩი ჩაატარეთ. რომელი გახსოვთ ყველაზე მეტად?
"პირველ რიგში თავში 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალი მომდის. კარიერაში ყველაზე სამწუხარო საღამო იყო. მაგრამ ამ მატჩმა ბევრ რამეზე იმოქმედა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მატჩმა 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის და 2014 წლის მსოფლიო ჩემპონატის გამარჯვებების ფუნდამენტი ჩაყარა".

იმ წლებმა თქვენ შვება მოგცეს?
"დასკვნები გამოგაქვს, რომ ალბათ ძალიან კარგი ფეხბურთელი ხარ. საკუთარ მაქსიმუმზე გასასვლელად მომატება გჭირდება. სათამაშო დეტალების სრულყოფილებამდე მიყვანა დიდ ხელოვნებას წარმოადგენს. იუპ ჰაინკესი ამ საქმეს მშვენივრად ფლობს. ჩელსისთან მარცხის შემდეგ მუშაობა უფრო ბეჯითად დავიწყეთ. გუნდის ერთიანობა უმაღლეს დონეზე გვქონდა აყვანილი. იგივე ნაკრებშიც შეინიშნებოდა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან ყოველთვის ახლოს ვიყავით. ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური სასტვენის შემდეგ, საკუთარ თავს ვუთხარი "როგორც იქნა დასახულ მიზანს მივაღწიე".

34 წლის ხართ. თამაშს კიდე რამდენ ხანს აპირებთ?
"კარგ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფები. ყოველდღიური ვარჯიშებისგან სიამოვნებას ვღებულობ. ყველა შეხვედრაში მონაწილეობას ვიღებ. ვფიქრობ, რომ კიდევ 2-3 წელს ვითამაშებ. მაგრამ სეზონიდან სეზონამდე ვგეგმავ".

და ამის შემდეგ რას გააკეთებთ?
"უბრალოდ დავისვენებ, ალბათ. მეუღლესთან და ვაჟთან დროს გავატარებ. ფეხბურთთან კავშირს, რასაკვირველია, შევინარჩუნებ. მაგრამ ჯერ დავისვენებ".

დაბრუნდებით ბაიერნში ოჯახთან ერთად?
"ვფიქრობ, რომ ევროპაში ოდესღაც დავბრუნდებით".


26-08-2018