სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა შტუტგარტთან სწორი რეაქცია გამოაჟღავნა

კვირას საღამოს ბაიერნელებმა საკუთარ კედლებში შტუტგარტს ანგარიშით 4:1 სძლიეს. ბუნდესლიგის ფარგლებში გუნდმა ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, აქედან გამომდინარე, რეკორდმაისტერი დასახულ ამოცანას წარმატებულად ასრულებს. ბაიერნი დორტმუნდზე ზეწოლას ახდენს, რომელმაც ერთი დღით ადრე ჰანოვერს ანგარიშით 5:1 სძლია.

"პირველ წრეში ეს შეხვედრა შეიძლება საყაიმო შედეგით დასრულებულიყო. კარგ პროგრესს ვაჩვენებთ", განაცხადა ლეონ გორეცკამ. მაგრამ ნახევარმცველმა ასევე დამწუხრებით აღნიშნა, რომ ტიაგოს გოლის შემდეგ (მე-5 წუთი) გუნდმა "ტემპი დააგდო", რის შემდეგაც მეტოქე მატჩში დაბრუნდა. 22-ე წუთზე შტუტგარტმა ანასტასიოს დონისის ძალისხმევით ანგარიში გაათანაბრა. შემდგომში შვაბები მეორე გოლთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ბაიერნი ჯერ ნოიერმა გადაარჩინა, შემდეგ კი 64-ე წუთზე კარების ძელმა.

"თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. შტუტგარტმა ბურთი არაფრისგან გაგვიტანა. ამან გუნდი ოდნავ დააბნია", თქვა სერჟ გნაბრიმ. წინა მსგავსი სცენარიების განსხვავებით, ამჯერად ბაიერნელებმა სწორი რეაქცია გამოაჟღავნეს.

შესვენების შემდეგ შეცვლაზე გამოსული გნაბრის დარტყმის შემდეგ შტუტგარტის კაპიტანმა კრისტიან გენტნერმა ბურთი საკუთარ კარებში ჩაჭრა (55.). შემდეგ ლეონ გორეცკამ (71.) და რობერტ ლევანდოვსკიმ (84.) სტუმრების კარებში კიდევ ორი ბურთი შეაგდეს. რობერტ ლევანდოვსკისთვის ეს გოლი, ალიანც არენას ფარგლებში, 99-ე აღმოჩნდა. პოლონელს იუბილეს ზეიმი შეეძლო, მაგრამ 65-ე წუთზე ლევანდოვსკიმ პენალტიდან ბურთი ძელს გაარტყა.

მეორე ტაიმში გუნდის მიერ ნაჩვენები კარგი თამაში, შესვენების დროს, ნიკო კოვაჩის მოტივირებული სიტყვების შედეგია, რაც უკვე პირველად არ ხდება. "კონკრეტული სიტყვები გამოვნახე. ბიჭებს ავუხსენი, რომ მეორე ტაიმში სხვაგვარად უნდა ეთამაშათ", აღნიშნა კოვაჩმა. გუნდმა მწვრთნელის სიტყვები გაიგო. "მწვრთნელმა გაგვაღვიძა, რაც სარგებელი მოგვიტანა. მან დასახული მიზნები გაგვახსენა და მეორე ტაიმში სწორი რეაქცია გამოვაჟღავნეთ", თქვა გორეცკამ.

6-ქულიანი ჩამორჩენით, ბაიერნი დორტმუნდის მთავარი მდევრის როლს ასრულებს. "განუწყვეტლივი შრომა გვმართებს. მეტოქეზე ზეწოლა უნდა გავაგრძელოთ. მომდევნო შეხვედრების მოგება იქნება საჭირო", განაცხადა გორეცკამ. ნიკო კოვაჩმა გუნდს საბრძოლო მოტივაცია მისცა: "მატჩი მოვიგეთ, დევნას ვაგრძელებთ, წინ მივიწევთ".


28-01-2019