სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ვაინცირლი: "უფრო ეფექტურები უნდა ვყოფილიყავით"

"ბაიერნს მოპოვებულ გამარჯვებას ვულოცავ! შეხვედრა მძიმედ დავიწყეთ და გოლი გავუშვით. მაგრამ სწორი რეაქცია მოვახდინეთ და თამაშში კორექტივები შევიტანეთ. ანგარიშის გათანაბრება შევძელით. შემდეგ დონისს 100%-ანი მომენტი ჰქონდა, რომლის შემდეგ ანგარიში 1:2-ი უნდა გამხდარიყო და კიდევ ამ მომენტის შემდეგ ანგარიში გათანაბრება 2:2-მდე შეგვეძლო. მიუნხენში ბევრი საგოლე მომენტის შექმნის საშუალებას ნაკლებად გაძლევენ, აქედან გამომდინარე უფრო ეფექტურები უნდა ვყოფილიყავით. გასულ შეხვედრაში ეს ვერ გამოგვივიდა. მატჩის დასკვნით ფაზაში ბაიერნელებმა ინდივიდუალური კლასი გამოაჟღავნეს. მათ წინააღმდეგ თავის დაცვა გაგვიჭირდა. აქედან გამომდინარე დავმარცხდით", თქვა მარკუს ვაინცირლმა.

"მიუნხენში ქულების ასაღებად გუნდში ყველაფერი საათივით უნდა იმუშაოს. პირველ ტაიმში ბევრი რამ გამოგვდიოდა. შემდეგ ანგარიშის გაზრდა 2:1-მდე შეგვეძლო. საერთო ჯამში დამსახურებლად დავმარცხდით. მაგრამ პოზიტიური მომენტებიც იყო, რომლებიც მომდევნო შეხვედრებისთვის უნდა შევინარჩუნოთ", დაამატა კრისტიან გენტნერმა.


28-01-2019