სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მეშვიდე გამარჯვება ზედიზედ!

შეხვედრა ბაიერნმა ძალიან მძლავრად დაიწყო და უკვე მეხუთე წუთზე ანგარიში გახსნა. გოლი ტიაგომ მიითვალა.

ამის შემდეგ რეკორდმაისტერი ბურთს ფლობდა და სისტემატურად მომენტებს ქმნიდა.

სტუმრებმა პირველი სახიფათო მომენტი 24-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ ბურთი კარებს ასცდა.

შემდეგ შეტევაში შტუტგარტმა ულამაზესი ბურთი შეაგდო. ლამაზი დარტყმა დონისს გამოუვიდა, 1:1...

30-ე წუთზე ტიაგოს ისევ შეეძლო ბურთის გატანა, მაგრამ ცილერმა ბურთს ადგილზე დახვდა.

2 წუთში გაშვებულ გოლს უკვე ბაიერნი გადაურჩა. დონისმა ბურთი ნოიერს გაარტყა.

37-ე წუთზე კარგი გარღვევა კომანმა განახორციელა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ცილერმა მოიგერია.

44-ე წუთზე ისევ კომანი, მაგრამ ისევ არაზუსტი დარტყმით.

შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმზე მარტინეზის ნაცვლად გნაბრი შემოვიდა. მან თამაში ეგრევე გაამწვავა. გნაბრის დარტყმის შემდეგ გენტნერმა ბურთი კარებში ჩაჭრა, 2:1.

63-ე წუთზე ბაიერნი ბედზე გადარჩა, მეტოქემ ბურთი ძელს გაარტყა.

64-ე წუთზე საჯარიმოში ლევანდოვსკი წააქციეს. არბიტრმა პენალტი დანიშნა, მაგრამ პოლონელმა 11-მეტრიანი დარტყმა გააცუდა. ბურთი ძელს მოხვდა.

ორიოდე წუთში მორიგი მომენტი ლევანდოვსკიმ ვერ გამოიყენა.

70-ე წუთზე თავისი მორიგი გოლი გორეცკამ მიითვალა. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მან თაური დარტყმით კარებში გადააგზავნა, 3:1!

ხუთ წუთში კარგი მომენტი ჰუმელსს ჰქონდა, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გავიდა.

ცილერმა შტუტგარტი ისევ გადაარჩინა. ალაბამ საშუალო დისტანციიდან კარგად გაისროლა.

80-ე წუთზე ცილერმა და მცველმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და ბურთი გნაბრისთან მოხვდა, მაგრამ სერჟმა ახლო კუთხეს ააცილა.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლევანდოვსკიმ გაცუდებული პენალტის შემდეგ საკუთარი ბრალი გამოისყიდა, 4:1!

86-ე წუთზე ბაიერნში დებიუტი ალფონსო დეივისმა იზეიმა.

მატჩის მიწურულ ხამესმა საჯარიმო დარტყმა მშვენივრად შეასრულა, მაგრამ ბურთი ოდნავ ასცდა.

ბაიერნმა ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა!


27-01-2019