სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

დიდი ფეხბურთი ალიანც არენაზე ბრუნდება! საღამოს ბაიერნი ახალი წლის პირველ საშინაო შეხვედრაში შტუტგარტს უმასპინძლებს. რეკორდმაისტერის რიგებში ყველას შთამბეჭდავი სერიის გაგრძელება სურთ - უკანასკნელად წლის პირველ საშინაო შეხვედრაში მიუნხენელები შორეულ 1996 წელს (1:4 კარლსრუესთან) დამარცხდნენ. იმ მატჩის შემდეგ ბაიერნმა 18 გამარჯვება და 4 ფრე მოიპოვა.

ბუნდესლიგის კლუბებს შორის ბაიერნი ერთადერთი გუნდია, რომელმაც უკანასკნელ 6 ტურში 6 გამარჯვება მოიპოვა. ამ მატჩების საერთო ანგარიში - 16:2-ია. შტუტგარტის სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება: შვაბებს 18 ტურის შემდეგ მხოლოდ 14 ქულა აქვთ, ბურთების შეფარდება -24-ს შეადგენს.

50 საშინაო შეხვედრაში ბაიერნმა შტუტგარტის წინააღმდეგ 34 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ 6 მარცხი განიცადა. ბურთები 115:54. მიუნხენელებმა შვაბებს უკანასკნელი 18 საშინაო შეხვედრიდან 17 მოუგეს.

ბაიერნმა შტუტგარტს კვირა დღეს ჩატარებული უკანასკნელი 7 მატჩი მოუგო. ამ შეხვედრებში ბაიერნელებმა 26 ბურთი შეაგდეს (6 გოლი მიიღეს). შვაბებს მიუნხენელების დამარცხება კვირა დღეს მხოლოდ ერთხელ გამოუვიდათ (1994 წლის 13 თებერვალს ოლიმპიაშტადიონზე - 3:1).

ბუნდესლიგის ფარგლებში ბაიერნმა შტუტგარტს 50-ჯერ უმასპინძლა. ყველა ამ მატჩში მინიმუმ ერთი ბურთი გადიოდა. მიუნხენელების აქტივში 48 გატანილი ბურთია. ბაიერნელებმა საკუთარი პუბლიკის წინაშე გოლი მხოლოდ 1966 წლის აპრილში (0:1) და 1999 წლის სექტემბერში (0:1) ვერ მიითვალეს. საერთო ჯამში შტუტგარტთან შეხვედრებში 3.38 გოლი გადის.


27-01-2019