სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

შტუტგარტს პავარი ვერ დაეხმარება

შტუტგარტის რიგებში იმედს იტოვებენ, რომ რთული მდგომარეობის და ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, მიუნხენში ქულების აღებას შეძლებენ. "სხვა გუნდებს მანდ ქულების მოგროვება გამოსდიოდათ", განაცხადა შვაბების მწვრთნელმა მარკუს ვაინცირლმა, რომლის გუნდმა 18 ტურში 14 ბურთი გაიტანა და 14 ქულა მოაგროვა. შტუტგარტის ისტორიაში ეს მაჩვენებლები ანტირეკორდს წარმოადგენენ.

"მიუნხენში აუტსაიდერის როლში ჩავედით. ქულების ასაღებად საუკეთესო თამაშის დემონსტრირება გვმართებს", დაამატა ვაინცირლმა.

შეხვედრას ბარძაყის ტრავმის გამო ბენჟამენ პავარი გამოტოვებს. კითხვის ნიშნის ქვეშ არის ტიმო ბაუმგარტლის თამაში. შვაბებს ახალწვეული ოზან კაბაკი დაეხმარება, რომელიც მცველის ფუნქციებს ასრულებს.


27-01-2019