სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნს შტუტგარტთან მომატება სურს

წინა ტურში გუნდმა კარგი სტარტი აიღო. კვირას საღამოს ბაიერნელებს ისევ გამარჯვების მოპოვება მმართებთ. როდესაც გუნდი შტუტგარტთან მატჩის წინ დასკვნით ვარჯიშს ატარებდა, იმავე დროს საკუთარ მოედანზე დორტმუნდი ჰანოვერს ანადგურებდა (5:1). ამ მომენტისთვის ბაიერნი ლიდერს 9 ქულით ჩამორჩება.

"ახლა ყოველ მატჩში გამარჯვების მოპოვება იქნება საჭირო. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს", აღნიშნა იოზუა კიმიხმა. ზედიზედ მოპოვებული 6 გამარჯვებით, ბაიერნი ამ როლს ჯერჯერობით კარგად უმკლავდება. ახლა კოვაჩი გუნდისგან მომდევნო მოგებას ითხოვს: "გამარჯვების მოპოვება და ჩემპიონობაზე შანსების შენარჩუნება გვსურს. დორტმუნდზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ".

47 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მეტოქის შეუფასებლობას ადგილი არ ექნება. ამ მომენტისთვის შტუტგარტი აუტსაიდერების რიცხვს მიეკუთვნება. "შტუტგარტს კარგი გუნდი და ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ახლა თავის საუკეთესო ფეხბურთს ვერ დემონსტრირებენ", თქვა კოვაჩმა. რობერტ ლევანდოვსკი "არც ისე მარტივი" მატჩის მოლოდინში იმყოფება. პოლონელი ფიქრობს, რომ ალიანც არენაზე შტუტგარტი დაცვის ხაზში საიმედო თამაშის ჩვენებას ეცდება: "მთელი გუნდით საჯარიმოსთან დადგებიან და საკუთარ შანსს კონტრშეტევაზე დაელოდებიან".

მიუხედავად ყველაფრისა, ბაიერნის რიგებში, ახალი წლის პირველ საშინაო შეხვედრაში, გამარჯვების მოპოვება ყველას სურს. "ამ მომენტისთვის შტუტგარტი საუკეთესო მდგომარეობაში არ იმყოფება. ეს სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ იქნება", განაცხადა სერჟ გნაბრიმ. "იმ შემთხვევაში, თუ მატჩს სრული სერიოზულობით მოვეკიდებით და საკუთარ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ, მაშინ 3 ქულა მიუნხენში დარჩება", დაამატა ვინგერმა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა, მაგრამ შტუტგარტთან შეხვედრისთვის გნაბრიმ მწყობრში ჩადგომა მოასწრო. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნის არის მხოლოდ ჯერომ ბოატენგის თამაში, რომელიც გაციებულია. არიენ რობენი, ფრანკ რიბერი და კოკო ტოლისო აღდგენითი პროგრამით ვარჯიშობენ და მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.


27-01-2019