სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გნაბრი ისევ მწყობრშია

კვირა დღეს სერჟ გნაბრი შეიძლება მინდორს
დაუბრუნდეს. ვინგერს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა, მაგრამ პარასკევს გნაბრი საერთო ჯგუფში ვარჯიშს შეუდგა. "დღევანდელ ვარჯიშზე ნანახი ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. მატჩისთვის 100%-ით მზად იქნება", განაცხადა ნიკო კოვაჩმა.

ჯერომ ბოატენგის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ცენტრალური მცველი გაციებულია. მან პარასკევს ვარჯიში გამოტოვა. "სისხლის ანალიზი არც ისე კარგი იყო. ამის გამო მან ვერ ივარჯიშა. მის მდგომარეობას ხვალ დავაკვირდებით. რისკზე წასვლა არ გვსურს", აღნიშნა კოვაჩმა.

კვირას გუნდს არიენ რობენი და ფრანკ რიბერი ვერ დაეხმარებიან, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. კოვაჩმა აღნიშნა, რომ ჰოლანდიელის აღდგენით პროცესში პროგრესი შეინიშნება. ხორვატი სპეციალისტი იმედს იტოვებს, რომ მომდევნო კვირაში ორივე ფეხბურთელი საერთო ჯგუფს დაუბრუნდება. "იმედი მაქვს, რომ რობენი ან რიბერი, ან სულაც ორივე, ლევერკუზენთან თამაშს შეძლებენ".

შტუტგარტთან მატჩში კოვაჩს მოგებათა სერიის გაგრძელება სურს. "გამარჯვების მოპოვება და დევნის გაგრძელება გვსურს. დორტმუნდზე ზეწოლის მოხდენა გვმართებს. აქედან გამომდინარე, მეტოქეების შეუფასებლობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. იმ შემთხვევაში თუ იგივე თამაშს ვაჩვენებთ, რაც პირველ ტაიმში ჰოფენჰაიმთან, მაშინ მინდორს გამარჯვებულების სტატუსში დავტოვებთ".


25-01-2019