სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"გნაბრი საერთო ჯგუფს დაუბრუნდა. რიბერი და რობენი შეხვედრას გამოტოვებენ. ბოატენგი გაციებულია, რისკზე წასვლა არ გვსურს".

"წინა სეზონში შტუტგარტმა ალიანც არენაზე გამარჯვება მოიპოვა. ეს საყურადღებო ფაქტია. მიმდინარე ჩემპიონატში ისედაც ბევრი ქულა გვაქვს დაკარგული".

"თამაში მშვიდად და კონცენტრირებულად გვმართებს. ეგრევე შეტევაში გაქცევა საჭირო არ იქნება".

"დორტმუნდს ძალიან კარგი და ნიჭიერი შემადგენლობა ჰყავს. წინა ტურში ლაიპციგთან მატჩში გუნდმა ეს დაამტკიცა".

"პსჟ-ს რენატო სანჩესის გადაბირება სურდა, მაგრამ პორტუგალიელის გაშვება არ ვისურვეთ. მე მისი მჯერა. დიდი პროგრესი განიცადა. ბაიერნში უამრავ მატჩს ჩაატარებს".

"მომდევნო კვირიდან რობენი და რიბერი საერთო ჯგუფს დაუბრუნდებიან. იმედი მაქვს, რომ ლევერკუზენთან შეხვედრაში ფრანკი ან არიენი მონაწილეობის მიღებას შეძლებენ".

"ხამესი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მაგრამ ვარჯიშებზე ეს ყოველთვის უნდა დაამტკიცოს. იგივე მიულერს, სანჩესს და გუნდის სხვა ნებისმიერ ფეხბურთელს ეხება. ჰოფენჰაიმთან შეხვედრაში ხამესი შეცვლიდან კარგად ჩაერთო და თამაში გაამწვავა. მაგრამ ლივერპულთან თამაშის გარანტიას მას ვერ მივცემ".

"კვირა დღეს გამარჯვების მოპოვება გვსურს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ იგივე თამაშს ვაჩვენებთ, რაც ჰოფენჰაიმთან, მაშინ აუცილებლად მოვიგებთ".


25-01-2019