სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გუნდი Audi e-tron-ის პრეზენტაციაზე

ხუთშაბათს ვარჯიშის შემდეგ ბაიერნელების განრიგში ადგილი განსაკუთრებულ შეხვედრას ჰქონდა. მიუნხენის აეროპორტის ტერიტორიაზე რეკორდმაისტერის ფეხბურთელებმა მონაწილეობა Audi-ს პირველი ელექტრომობილის პრეზენტაციაში მიიღეს. დევიზის თანხლებით „FC Bayern meets Audi e-tron“ ნოიერს და კომპანიას ავტომობილთან პირადი გაცნობის შესაძლებლობა მიეცა.

მაგრამ მანამდე ფეხბურთელებს რამდენიმე გამოცანის გაცნობა მოუწიათ, ეს იმისთვის, რომ Escape Room-ისთვის მიეღწიათ. შემდეგ ბაიერნელებმა ელექტროსკუთერის მართვის უნარები გამოიჩინეს და მონაწილეობა e-tron-ის რბოლაში მიიღეს. ფეხბურთელებმა ელექტრომობილი ჩვეულებრივ ავტომობილს შეადარეს.

კაპიტანმა მანუელ ნოიერმა აღიარა, რო Audi e-tron-ს საინტერესო ტექნოლოგიები გააჩნია. იოზუა კიმიხმა აღნიშნა, რომ ავტომობილი "ქალაქისთვის იდეალურია". შეხვედრა საერთო ფოტოსურათით დასრულდა, რომელშიც Audi-ს საბჭოს თავმჯდომარე ბრამ შოტი, ბაიერნის საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე და რეკორდმაისტერის მწვრთნელი ნიკო კოვაჩი იყვნენ აღბეჭდილები.


25-01-2019