სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

10 ფაქტი იუბილარის შესახებ

23 იანვარს არიენ რობენს 35 წელი შეუსრულდა!

იუბილარის შესახებ 10 ფაქტს გთავაზობთ:

ბაიერნის მაისურში რობენმა 305 შეხვედრა ჩაატარა, რაც კლუბის ისტორიაში 25-ე მაჩვენებელია;

ბაიერნის შემადგენლობაში თავის პირველ შეხვედრაში ჰოლანდიელმა დუბლი შეასრულა. 2009 წლის 29 აგვისტოს მიუნხენელებმა ვოლფსბურგს ანგარიშით 3:0 სძლიეს;

ბუნდესლიგის ფარგლებში რობენმა ცაციით 83 გოლი მიითვალა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მეორე ადგილზე 52 გატანილი ბურთით ლუკას პოდოლსკია;

ბაიერნის რიგებში 225 მატჩში ჰოლანდიელმა 143 ბურთი შეაგდო და 82 "ასისტი" შეასრულა. რობენის დებიუტის შემდეგ უფრო მეტი ბურთი მხოლოდ თომას მიულერმა (180) და რობერტ ლევანდოვსკიმ (172) შეაგდეს და რაც შეეხება გადაცემებს - მიულერმა 123, რიბერიმ კი 107 მიითვალეს;

რობენმა, როგორც უკვე იცით, ბაიერნის მაისურში 143 ბურთი გაიტანა, რაც ჰოლანდიელებისთვის, ევროპის მოწინავე 5 ჩემპიონატში, საუკეთესო შედეგს წარმოადგენს;

მინდორზე ყველაზე ხშირად არიენ რობენი თომას მიულერთან ერთად გადიოდა (250 ჯერ);

პირველი პროფესიონალური გუნდი არიენ რობენისთვის გრონინგენი იყო;

არიენმა 699 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. შემდეგი შეხვედრა რობენისთვის საიუბილეო იქნება;

რობენმა ბურთი გერმანიის თასის 3 ფინალში გაიტანა (2010, 2012 და 2014 წწ.).


23-01-2019