სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა სავარჯიშო პროცესი დაიწყო

უკან მინდორზე! სამშაბათს დილით ბაიერნელებმა შტუტგარტთან შეხვედრისთვის მზადდებას შეუდგნენ. მატჩი კვირა დღეს, ჩვენი დროით, 18.30 წუთზე, გაიმართება. ცივი ამინდის მიუხედავად, გუნდის ღია ვარჯიშზე 300-მდე გულშემატკივარი მივიდა.

ვარჯიშზე ნიკო კოვაჩის განკარგულებაში 21 ფეხბურთელი იყო. სერჟ გნაბრიმ, ფრანკ რიბერიმ, არიენ რობენმა და კოკო ტოლისომ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს. ნიკო კოვაჩმა ხამესს დამატებითი დასვენების დღე მისცა.

სავარჯიშო პროგრამა გადაცემების შესრულებას და შეზღუდულ სივრცეებში თამაშს შეიცავდა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა ავტოგრაფები დაარიგეს და გულშემატკივრებთან ფოტოები გადაიღეს.


22-01-2019