სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

"ცივსისხლიანი" გორეცკა 10-ანზე სოლირებს

ახალი წლის პირველ შეხვედრაში ნიკო კოვაჩმა ტაქტიკური ექსპერიმენტი სცადა: შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე 4-2-3-1 განლაგებაში თომას მიულერის, ხამესის ან ტიაგოს ნაცვლად ლეონ გორეცკა ათამაშა. "სწორი გადაწყვეტილება იყო", სიამოვნებით აღნიშნა კოვაჩმა, ანგარიშით 3:1 მოგებული მატჩის შემდეგ, რომელშიც გორეცკამ ორი გატანილი ბურთით დიდი წვლილი შეიტანა.

"მწვრთნელის რანგში ხოლმე არც ისე ცუდ გადაწყვეტილებებს ვღებულობ", ღიმილით განაცხადა კოვაჩმა, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად გორეცკამ 10-ანის პოზიცია დაიკავა. "ჰოფენჰაიმთან შეხვედრაში გვსურდა ისეთი ფეხბურთელის გამოყენება, რომელიც დაცვაში და შეტევაშიც კარგად ითამაშებდა. მშვენიერია, რომ მისი შრომა ორი გატანილი ბურთით დაჯილდოვდა", თქვა ხორვატმა სპეციალისტმა.

"პირველი გოლის დროს ოდნავ გამიმართლა, მეორე ძალიან კარგი გამოვიდა", გააზიარა საკუთარი შთაბეჭდილება ლეონ გორეცკამ ბუნდესლიგაში პირველი დუბლის შესრულების შემდეგ, რომელიც მან თავის 131-ე მატჩში მიითვალა. 34-ე წუთზე გორეცკამ ანგარიში გახსნა და შესვენებამდე ნახევარმცველმა, ლამაზი კონტრშეტევის შედეგად, ანგარიში გაზარდა. მატჩის განმავლობაში გორეცკამ 6 დარტყმა განახორციელა. ამ მაჩვენებლით ლეონმა ორივე გუნდის ფეხბურთელებს გადაუსწრო.

"ძალიან კარგი თამაში აჩვენა. მეტოქის კარებთან თავისი მრავალფეროვნება და მოქნილობა აჩვენა", შეაქო კაპიტანმა მანუელ ნოიერმა თავისი თანაგუნდელი. მან ასევე ხაზი ნახევარმცველის შეტევის დასკვნით სტადიაზე "ცივსისხლიანობას" გაუსვა. გორეცკას სტატისტიკა გუნდისთვის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს: ლეონმა უკვე მესამედ მატჩებში ანგარიში გახსნა შეძლო. ასევე აღსანიშნავია, რომ ყოფილმა "შალკერმა", თავისი ოთხივე გოლი გასვლით შეხვედრებში მიითვალა.

ცალკე გორეცკას მრავალფეროვნება არის აღსანიშნავი. მას კარგი თამაში როგორც საყრდენის ასევე შემტევი ნახევარმცველის პოზიციებზე შეუძლია. "პირველ წრეში უფრო დაცვით ფუნქციებს ვასრულებდი და ოდნავ სიღრმიდან ვთამაშობდი. გასულ მატჩში 10-ანის პოზიციაზე დამაყენეს. ამ პოზიციაზე თამაში ძალიან მომწონს. მწვრთნელმაც იცის, რომ ამ პოზიციაზე თამაში შემიძლია".

მაგრამ ყველაზე მეტად გორეცკას ცენტრალური ნახევარმცველის როლის შესრულება უყვარს. სადაც მისი დინამიურობა და ბურთის ფლობის ოსტატობა უფრო კარგად ჩანს. მაგრამ ახალი როლის წინააღმდეგ მას არაფერი აქვს ("ბურთების გატანა ყოველთვის სასიამოვნოა"). გორეცკამ ასევე აღნიშნა, რომ დაცვითი ფუნქციების შესრულება მისთვის პრობლემას არ შეუქმნის. მეორე წრეზე მას შემდეგი ამოცანა აქვს დასახული: "მეტოქის კარებთან უფრო სახიფათო უნდა გავხდე". ჰოფენჰაიმთან მატჩი ამ მიმართულებით კარგი დასაწყისი იყო.


20-01-2019