სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მეორე წრის წარმატებული სტარტი

"Super Bayern, super Bayern, hey, hey" სკანდირებდნენ ზინსჰაიმში ჩამოსული ბაიერნის ფანები, რომლებიც გუნდთან ერთად მიმდინარე წლის პირველ გამარჯვებას ზეიმობდნენ. პარასკევს საღამოს ნიკო კოვაჩის შეგირდებმა, გასვლაზე ჰოფენჰაიმთან, ჩემპიონატში წარმატებული სერია 6-მატჩამდე გაზარდეს. 90 წუთის დასრულების შემდეგ ტაბლოზე ანგარიში 3:1 რეკორდმაისტერის სასარგებლოდ იყო.

"დღეს უმაღლესი დონის ფეხბურთი ვიხილეთ. კარგ შედეგს მივაღწიეთ და მეორე წრეში წარმატებული სტარტი ავიღეთ. ვთვლი, რომ გასულ შეხვედრაში მოპოვებული მოგებით დავამტკიცეთ, რომ სერიოზული ბრძოლისთვის მზად ვართ", გააკეთა კომენტარი კმაყოფილმა ნიკო კოვაჩმა. მისმა კოლეგამ იულიან ნაგელზმანმა განაცხადა, რომ ბაიერნმა "აბსოლუტურად დამსახურებლად გაიმარჯვა. დომინირება კლასზე მოახდინა".

აქედან გამომდინარე, მიუნხენელები დორტმუნდზე ზეწოლის მოხდენას განაგრძობენ. გუნდის წინაშე მეორე წრეში ზუსტად ესეთი მიზანი დგას. ზინსჰაიმში კოვაჩის გუნდმა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მდევრის როლის კარგად შეასრულა. მიუნხენელები დომინირებდნენ, ზეწოლას ახდენდნენ, ორთაბძროლებში ძლიერად გამოიყურებოდნენ და სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ. შესვენების დაწყებამდე ლეონ გორეცკამ დუბლი შეასრულა. ნიკო კოვაჩმა აღნიშნა, რომ პირველი ტაიმი გუნდის შესრულებით "სენსაციური" იყო. "ზუსტად ამის დემონსტრირება გვსურდა. ესეთი თამაშის ჩვენება შეგვიძლია".

მეორე ტაიმზე ჰოფენჰაიმის ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები გამოვიდნენ და 59-ე წუთზე ნიკო შულცის დახმარებით ერთი ბურთის გაჰქვითვა მოახერხეს. "ამის შემდეგ ნერვიულობა მოგვიწია", აღიარა ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა. მატჩის მიწურულს მანუელ ნოიერმა ზალაის დარტყმის შემდეგ გუნდის გაშვებული ბურთისგან იხსნა. რამდენიმე წუთის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ ლამაზი კომბინაცია ხამესის და მიულერის მონაწილეობით შედეგიანი დარტყმით დააგვირგვინა. ფინალურმა ანგარიშმა 3:1 ჩემპიონატში მიუნხენელების მე-12 გამარჯვება დააფიქსირა.

"მეორე ნახევარში რამდენიმე შეცდომა დავუშვით. გუნდები ერთმანეთზე დარტყმებს ანახორციელებდნენ, რაც ჩვენ ნაკლებად გვჭირდებოდა. 2:0-ს ვიგებდით, ესეთ სიტუაციაში კომპაქტურად თამაში გვმართებდა. მომენტის დალოდება გვჭირდებოდა და ანგარიშის გაზრდა 3:0-მდე გვმართებდა. ესეთ ვითარებაში ყველაფერი გადაწყვეტილია", თქვა კოვაჩმა. მეორე ტაიმი ოდნავ ველური გამოვიდა", გააკეთა მოკლე კომენტარი იოზუა კიმიხმა, რომელმაც რეკორდმაისტერის მაისურში 150-ე მატჩი ჩაატარა. ასევე კიმიხმა აღნიშნა, რომ მოპოვებულ გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაში იყო: "კარგი სტარტი ავიღეთ, ამის განვითარებას მომდევნო შეხვედრებში ვეცდებით".

ამის იმედი კოვაჩსაც აქვს, რომლის გუნდმა მეორე ადგილზე დამკვიდრდა. ამ მომენტისთვის დორტმუნდისგან ჩამორჩენა 3 ქულას შეიცავს. "საკუთარი ამოცანის გადაწყვეტა გვჭირდება. დორტმუნდზე წნეხის გაზრდა გვსურს. ამის გაკეთება მხოლოდ გამარჯვებების შემთხვევაში არის შესაძლებელი. წინ კიდევ 16 ტურია სათამაშო. მაქსიმუმზე დავიხარჯებით. ბუნდესლიგა უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს. მეორე წრეში კარგი სტარტი ავიღეთ. ახლა იმედს ვიტოვებთ. რომ მომდევნო მატჩებშიც იგივე ჟინით ვითამაშებთ".


19-01-2019