სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩის ციფრები და რიცხვები

იოზუა კიმიხმა ბაიერნის მაისურში 150-ე შეხვედრა ჩაატარა. 23 წლის მცველმა 29 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამ მაჩვენებლით კიმიხი მხოლოდ თომას მიულერს ჩამორჩება, რომელსაც 46 "ასისტი" აქვს. მიმდინარე სეზონის 17 შეხვედრაში კიმიხმა ერთი ბურთი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ბაიერნში იოზუა 2015/16 წწ. სეზონიდან თამაშობს.

ჰოფენჰაიმთან მატჩის გმირმა ლეონ გორეცკამ, ბუნდესლიგის ფარგლებში, პირველი დუბლი შეასრულა. ამისთვის 23 წლის ნახევარმცველს 131 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა. მიმდინარე სეზონში გორეცკამ მონაწილეობა 15 მატჩში მიიღო, 4 ბურთი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჰოფენჰაიმთან მატჩში ხავი მარტინეზმა თავისი საიუბილეო 100-ე გამარჯვება იზეიმა. ამისთვის ესპანელ უნივერსალს მხოლოდ 120 შეხვედრის ჩატარება მოუწია. მაგალითად, არიენ რობენმა 100-ე გამარჯვება 126-ე მატჩში იზეიმა.


19-01-2019