სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სალიჰამიჯიჩი: "პირველ ტაიმში ყველაფერს ვაკონტროლებდით"

"გასულ შეხვედრაში გუნდის ორი სახე ვიხილეთ. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, ყველაფერს ვაკონტროლებდით. მეორე ნახევარში გაგვიჭირდა, ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით. ღია თამაში წავიდა, გუნდები ერთმანეთზე დარტყმებს ანახორციელებდნენ. კომპაქტურობა და ბურთის ფლობა ვერ შევინარჩუნეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ კონტრშეტევის შედეგად საკუთარ კარებში გოლი მივიღეთ. გამარჯვების მოპოვება საფრთხის წინაშე დადგა. მესამე ბურთი მშვენიერი კომბინაციის შემდეგ გავიდა. ზამთრის შესვენებაზე კარგი განწყობით გავედით და სეზონის მეორე ნახევარშიც წარმატებული სტარტი ავიღეთ", აღნიშნა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.


19-01-2019