სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო

პირველი ტაიმი ბაიერნის სრული უპირატესობით წარიმართა. მიუნხენელები ბურთს ფლობდნენ, უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს. 35-ე წუთზე რეკორდმაისტერმა თავისას მიაღწია. გორეცკამ ლევანდოვსკის თაური დარტყმის შემდეგ დამატებაზე შედეგიანად ითამაშა და ანგარიში გახსნა, 0:1.

პირველი ტაიმის მიწურულს ბაიერნს სწრაფი კონტრშეტევა გამოუვიდა. ალაბამ ფლანგიდან გორეცკა მონახა და ლეონმა ერთი შეხებით ბურთი კარებში გადააგზავნა, 0:2!

50-ე წუთზე გორეცკას ჰეთ-ტრიკის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი კარებს ოდნავ ასცდა.

3 წუთში გაშვებულ გოლს უკვე ბაიერნი გადაურჩა. ტიაგო ამ მომენტში სერიოზულად შეცდა.

59-ე წუთზე ჰოფენჰაიმმა ერთი ბურთი გაჰქვითა, 1:2. კარგი დარტყმა შორეულ კუთხეში ნიკო შულცს გამოუვიდა.

კოვაჩმა შეცვლებზე გნაბრი და ხამესი შემოიყვანა. გერმანელმა და კოლუმბიელმა კომანი და ტიაგო გამოცვალეს.

84-ე წუთზე ნოიერმა წარმოუდგენელი ბურთი მოიგერია, მაგრამ მსაჯმა საბოლოოდ თამაშ გარე სიტუაცია დააფიქსირა.

3 წუთში ხამესმა ლევანდოვსკიზე შედეგიანი გადაცემა შეასრულა. პოლონელმა ანგარიში 3:1-მდე გაზარდა!

90-ე წუთზე კოვაჩმა უცნაური ცვლილება შეასრულა. მინდორზე ბოატენგი გამოჩნდა, რომელმაც მარტინეზი გამოცვალა.

მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, ბაიერნმა მეორე ტაიმი ჩააგდო.


19-01-2019