სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საღამოს სტარტს ბუნდესლიგის მეორე წრე აიღებს. ჩვენი დროით, 23.30 წუთზე, გასვლაზე ბაიერნი ჰოფენჰაიმს შეხვდება. მიუნხენელები მოგებათა სერიის გაგრძელებას ეცდებიან. შეგახსენებთ, რომ ნიკო კოვაჩის გუნდმა უკანასკნელ 5 მატჩში 5 გამარჯვება მოიპოვა. აქედან 4 შეხვედრაში ბაიერნს გოლი არ გაუშვია. მაგრამ კარგი სერია ჰოფენჰაიმსაც აქვს. "სოფლელებს" უკვე 10 შეხვედრის განმავლობაში მარცხი არ უწვნიათ.

მიმდინარე ჩემპიონატში იულიან ნაგელზმანის გუნდს 10-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა. მაგრამ ეს სერია 6 ფრეს და მხოლოდ 4 მოგებას შეიცავს. ყველა ტურნირის გათვალისწინებით ჰოფენჰაიმს უკვე 8 მატჩის განმავლობაში გამარჯვება არ მოუპოვებია, რაც ნაგელზმანის მოსვლის შემდეგ ყველაზე გრძელ სერიას წარმოადგენს.

უკანასკნელ წლებში ბაიერნი, როგორც წესი, მეორე წრეს გამარჯვებით იწყებს: მიუნხენელებმა ბოლო 6 მატჩში 5 გამარჯვება მოიპოვეს (ერთადერთი მარცხი მიუნხენელებმა 2015 წლის იანვარში ვოლფსბურგთან ანგარიშით 1:4 იწვნიეს). ბაიერნი ჰოფენჰაიმს წლის პირველ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ შეხვდა. 2010 წლის იანვარში მირო კლოზეს და მარტინ დემიჩელისის გოლებმა რეკორდმაისტერს გამარჯვება მოუტანეს.

ბუნდესლიგის ფარგლებში ბაიერნმა "სოფლელებთან" 21 მატჩი გამართა. აქედან მიუნხენელებმა მეტოქეს 14 შეხვედრა მოუგეს. ჰოფენჰაიმმა ბაიერნი მხოლოდ ორჯერ დაამარცხა, ორივეჯერ საკუთარ მოედანზე. მაგრამ ამ მომენტისთვის ბაიერნს ჩემპიონატის გასვლითი მატჩების მიხედვით საუკეთესო შედეგი გააჩნია (21 ქულა).

რობერტ ლევანდოვსკიმ ჰოფენჰაიმის მეკარეს ოლივერ ბაუმანს 15 მატჩში 14 ბურთი გაუტანა. ბუნდესლიგაში არც ერთ მოქმედ თავდასხმელს ერთი მეკარესთვის ამდენი ბურთი ჯერ არ გაუტანია.


18-01-2019