სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

"ფეხბურთი ველური დასავლეთის სტილში". ინტერვიუ რუმენიგესთან

ბატონო რუმენიგე, ბაიერნმა პირველ ტურში ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვა. მატჩისგან რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
"პირველ 45 წუთში გუნდმა მშვენიერი ფეხბურთის დემონსტრირება შეძლო. შესვენებამდე ანგარიში დამსახურებლად გავხსენით. ამის მიუხედავად, კინგზლი კომანზე დაფიქსირებული თამაშის წესების დარღვევის შემდეგ გუნდის მექანიზმი შეფერხდა. ბაიერნის ფეხბურთელები იმ საშინელი ორთაბრძოლის შემდეგ უბრალოდ შოკში იმყოფებოდნენ. მაგრამ საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. 90 წუთის განმავლობაში უფრო აქტიური და უკეთესი გუნდი ვიყავით".

როგორ გრძნობს თავს კინგზლი კომანი?
"ძლიერ ტკივილებს გრძნობს. ხვალ მას ტერფზე ოპერაციას ჩაუტარებენ. დიდი ხნით გამოგვეთიშა. ყველანი სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ყველა ძალებით თანადგომას გავუწევთ".

რას იტყვით მატჩის გარკვეულ ეპიზოდებზე?
"ჰოფენჰაიმის ფეხბურთელები, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ძალიან ხისტად თამაშობდნენ. ტიაგოზე, კომანზე და რიბერიზე წესებს ხშირად არღვევდნენ. ამით გუნდური მოძრაობის შეჩერება სურდათ. ეს იყო ფეხბურთი ველური დასავლეთის სტილში. ამის შედეგად, მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ტრავმის გამო მინდვრის დატოვება მოუწია".

მატჩის შემდეგ ბევრი საუბარი ვიდეო გამეორების სისტემის მუშაობაზე იყო.
"საერთო ჯამში VAR-ის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ეს სისტემა მატჩებს უფრო სამართლიანს ხდის. მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირი ამ სისტემის დანერგვის დროს პროფესიონალურ სტრუქტურებს უნდა დაეყრდნოს. ამ თემაზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ სრულყოფილებასთან ჯერ შორს არის".

თქვენ რას შესთავაზებდით?
"სპეციალური ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც მუშაობას გააკონტროლებს და პროფესიონალური დონის შენარჩუნებაში დაეხმარება. ასევე სპეციალისტების მიწვევა და სპეციალური ბურთების შემოღება იქნება საჭირო".

სამშაბათს ბასტიან შვაინშტაიგერის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება, რომელშიც ბაიერნის რიგებში თავის ახლანდელ გუნდს Chicago Fire-ს დაუპირისპირდება.
"ყველანი ამ შეხვედრის მოლოდინში ვართ. ბასტიანი ბაიერნის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის სტატუსში შევა. ბასტიანი გულშემატკივრების საყვარელ ფეხბურთელად სამართლიანად ითვლება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ემოციური საღამო იქნება. ყველანი ამის დიდ მოლოდინში ვიმყოფებით".


25-08-2018