სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნელები ჰოფენჰაიმთან მატჩის წინ მოტივირებული არიან

დიდი ფეხბურთი ბრუნდება! ფრანკფურტთან მატჩის შემდეგ (3:0) 4 კვირა გავიდა და უკვე საღამოს ბაიერნი მიმდინარე წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. გასვლაზე მიუნხენელები ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდებიან, რომელიც სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს. რეკორდმაისტერის რიგებში ყველა მხოლოდ გამარჯვების მოპოვებაზე ფიქრობს, რადგანაც დორტმუნდთან ჩამორჩენის აღმოფხვრა სურთ. "ვგრძნობ, რომ ბიჭებს დევნის დაწყება, რაც შეიძლება სწრაფად უნდათ", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.

დორტმუნდს, თავის მხრივ, შაბათს ლაიპციგთან რთული მატჩის გამართვა ელით, რომელიც მეოთხე ადგილს იკავებს. ჰოფენჰაიმთან შეხვედრაში ბაიერნელების გამარჯვების შემთხვევაში, დორტმუნდს თამაში მხოლოდ მოგებაზე მოუწევთ. "გამარჯვების მოპოვება გვსურს, ამით მეტოქეზე წნეხს გავაძლიერებთ", რეკორდმაისტერის მწვრთნელმა მომდევნო მატჩის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

47 წლის სპეციალისტი ასევე ხვდება, რომ ზამთრის შესვენების შემდეგ პირველი შეხვედრა ყოველთვის განსხვავებულია. "ჯერ უცნობია, გუნდი რა მდგომარეობაში იმყოფება და მატჩში შესვლას როგორ მოახერხებს. იმედი გვაქვს, რომ სეზონის დაწყების მსგავსად, კარგი სტარტის აღებას შევძლებთ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გუნდის ყველა წევრისთვის ამოცანა ნათელია", აღნიშნა კოვაჩმა. "სავარჯიშო შეკრების განმავლობაში კარგად ვიშრომეთ. მოტივაციის ნაკლებობას არ ვგრძნობთ და, რა თქმა უნდა, სეზონის მეორე ნახევარში კარგი სტარტის აღება გვმართებს", თქვა თომას მიულერმა.

მიუნხენელების ბანაკში იციან, რომ ჰოფენჰაიმთან მატჩი მარტივი არ იქნება. "ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც უმაღლესი დონის სპეციალისტი წვრთნის. თამაშს ძალიან გაგვირთულებენ", გააფრთხილა ყველა კოვაჩმა, და აქვე პირველი წრის მატჩი შეახსენა, რომელშიც ბაიერნმა საინტერესო ბრძოლაში გამარჯვება ანგარიშით 3:1 მოიპოვა. ის მატჩი არც ისე მარტივი გამოდგა. "საღამოს ძალიან ძალიან რთული თამაში იქნება", დაასრულა ნიკო კოვაჩმა.


18-01-2019