სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიუნხენელები მეორე წრის მოლოდინში არიან

რამდენიმე უღიმღამო დღის შემდეგ, რომლების დროსაც თოვლი წმივას ენაცვლებოდა, ოთხშაბათს მიუნხენში, როგორც იქნა, მზე გამოვიდა. რეკორდმაისტერის რიგებში განწყობა გამოსულ ამინდს ემთხვეოდა. "როდესაც მზე ბრწყინავს, ორგანიზმი ბედნიერების ჰორმონებს გამოიმუშავებს", განაცხადა ნიკო კოვაჩმა დასრულებული ვარჯიშის შემდეგ.

რაც შეიძლება მეტი ბედნიერების ჰორმონების მიღება გუნდს ჰოფენჰაიმთან მატჩის შემდეგაც სურს. "ხუთმატჩიანი მოგებათა სერია გაგვაჩნია, რომლის განვითარება გვინდა. საკუთარ ძალებში რწმენის გაძლიერება გვმართებს. დორტმუნდისგან 6 ქულით ჩამოვრჩებით. ამის აღმოფხვრა გვსურს. ჰოფენჰაიმთან მატჩი ძალიან და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დიდი მოლოდინი გაგვაჩნია", აღნიშნა ხორვატმა სპეციალისტმა.

ოთხშაბათის ვარჯიშზე გუნდი რამდენიმე სათამაშო მოდელს ამუშავებდა. მოთამაშეები ასევე დარტყმებს დიდ და პატარა კარების მიმართულებით ანახორციელებდნენ. ვარჯიში 100 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რომლის შემდეგ ფეხბურთელებმა შრომა ტრენაჟორების დარბაზში განაგრძეს.

მომდევნო შეხვედრაში ნიკო კოვაჩის გუნდს 3 მოთამაშე ვერ დაეხმარება. არიენ რობენი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. რობენი ტრენაჟორების დარბაზში მუშაობს. კოვაჩის თქმით "ორივე კარგ გზას ადგანან, მაგრამ პარასკევს ვერ ითამაშებენ". კოკო ტოლისო აღდგენითი პროგრამით ვარჯიშს განაგრძობს.


17-01-2019