სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"არიენ რობენი, ფრანკ რიბერი და კოკო ტოლისო ტრავმირებულები არიან. დანარჩენი ფეხბურთელები სათამაშოდ მზად არიან".

"დორტმუნდს 6 ქულით ჩამოვრჩებით. ამის აღმოფხვრა გვმართებს. გუნდში ყველას ამბიციები გააჩნია".

"ხამესი მოტივირებული და კონცენტრირებული არის. საკუთარი უნარების წყალობით ნებისმიერ შეხვედრაში გუნდისთვის დახმარების გაწევა შეუძლია".

"ალფონსო დეივისის იმედი გვაქვს. ბაიერნში ფეხის მოკიდებისთვის ყველა უნარი გააჩნია".

"ყველა ფეხბურთელის წინაშე ყოველივე ვარჯიშზე ან შეხვედრაში ბოლომდე დახარჯვის ამოცანა დგას. სეზონის პირველი ნახევრიდან სასარგებლო დასკვნები გამოვიტანეთ. მოგებათა სერია გაგვაჩნია, რომლის განვითარება გვსურს".

"რა თქმა უნდა, ჩემპიონატის მოგება ჩემთვის დასახულ მიზანს წარმოადგენს. ჩემთვის პირველი ჩემპიონის ტიტული იქნება. ზედიზედ მეშვიდე ვერცხლის სინის მოპოვებისთვის ბევრს ვიშრომებთ. ვიცით, რომ მარტივი ამოცანა არ იქნება".

"ფრანკის და არიენის არყოფნაში კინგლზი კომანზე დიდ იმედებს ვამყარებთ. მას ტკივილები უკვე არ აწუხებს".

"ჰოფენჰაიმს ძალიან კარგი მწვრთნელი და შემადგენლობა ჰყავს. მეორე წრეს უკეთესად ჩაატარებენ. პარასკევს მატჩის მოგება გვმართებს. ამით დორტმუნდზე ზეწოლას გავაძლიერებთ".


16-01-2019