სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ბოლო დეტალებს ამუშავებს

ნიკო კოვაჩს სურს, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს! სამშაბათს, ვარჯიშის მსვლელობისას, მთავარი მწვრთნელი შეგირდებს ხმამაღალ კორექტივებს აძლევდა. პერიოდულად პროცესს პერსონალურ მითითებებისთვის აჩერებდა.

დილის ვარჯიშის მნიშვნელოვანი ნაწილი 47 წლის სპეციალისტმა ტაქტიკურ დეტალებს დაუთმო. პარასკევს მის გუნდს წლის პირველი მატჩის ჩატარება მოუწევს. გასვლაზე ბაიერნი ჰოფენჰაიმს შეხვდება. მატჩი, ჩვენი დროით, 23.30 წუთზე დაიწყება. ბაიერნელებმა ვარჯიში ფიტნესით დაიწყეს, შემდეგ დრო სირბილს და გადაცემების შესრულებას დაუთმეს. ვარჯიშის ბოლოს ტრადიციული სპარინგ მატჩი შედგა.

ის ფაქტი, რომ 5 დღის წინ დოჰაში გუნდი +30 გრადუსიან პირობებში ვარჯიშობდა და ახლა ამის გაკეთება მიუნხენში სიცივეში უწევს, ფეხბურთელებს არ აწუხებს.

"ვიცოდით, რაც გველოდებოდა. სიცივეში თამაშის გამოცდილება გაგვაჩნია. ყველანი პარასკევის მოლოდინში ვიმყოფებით", განაცხადა თომას მიულერმა.


16-01-2019