სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

იუნგი და ვაკერი ბაიერნში 2024 წლამდე იქნებიან

მიუნხენის ბაიერნი ანდრეას იუნგთან და იორგ ვაკერთან ხანგრძლივ თანამშრომლობას გააგრძელებს. სამეთვალყურეო საბჭომ ული ჰიონესის ხელმძღვანელობით ორივესთან კონტრაქტების გახანგრძლივება 2024 წლის 30 ივნისამდე გადაწყვიტა.

ული ჰიონესი, ბაიერნის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე და კლუბის პრეზიდენტი: "კონტრაქტების გახანგრძლივება ნათლად აჩვენებს, რომ ბაიერნში ფსონს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ვდებთ. ბაიერნში ანდრეას იუნგი და იორგ ვაკერი მშვენიერ სამუშაოს ატარებენ. კარლ-ჰაინც რუმენიგეს და იან დრიზენის კონტრაქტების გახანგრძლივების შემდეგ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი საბჭოს კიდევ ორ წევრთან ახალი ხელშეკრულება დავდეთ".

ანდრეას იუნგი: "მოხარული ვარ, რომ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან, იან-კრისტიან დრიზენთან და იორგ ვაკერთან კიდევ 5 წლის განმავლობაში საერთო საქმეს გავაკეთებთ. ბაიერნის წარმატებებისთვის ვიშრომებთ. სამეთვალყურეო საბჭოს და პირადად მის თავჯდომარეს ული ჰიონესს გაწეული ნდობისთვის დიდ მადლობას ვუხდი". ბაიერნის სისტემაში ანდრეას იუნგი 1996 წლიდან მოღვაწეობს. 2010 წლის 1 ივლისს იუნგი საბჭოს წევრი გახდა. იუნგი, რომელმაც განათლება სპორტული მეცნიერების და მენეჯმენტის განხრით მიიღო, სპონსორულ საკითხებს, ივენთების ორგანიზაციას, და ასევე ალიანც არენის მარკეტინგს და პიარს კურირებს.

იორგ ვაკერი, სტრატეგიის და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტის დირექტორი: "ბაიერნი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ჩემთვის პატივია, რომ მომდევნო წლების განმავლობაში კლუბის განვითარებას მიმართულებას მივცემ. გაწეული ნდობისთვის ული ჰიონესისთვის და მისი კოლეგებისთვის მადლობის გადახდა მსურს. კარლ-ჰაინც რუმენიგესთან, იან-კრისტიან დრიზენთან და ანდრეას იუნგთან მუშაობის დიდი მოლოდინი გამაჩნია". 2013 წლის 1 ივლისიდან ვაკერი ინტერნაციონალიზაციის და სტრატეგიის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებს. 2015 წლიდან ის ასევე მერჩენდაიზინგს და ლიცენზიებს კურირებს.


15-01-2019