სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: "მატჩში გარდატეხის შეტანა შევძელით"

"კინგზლი კომანის ტრავმის რეციდივით ძალიან დამწუხრებულები ვართ. ფრანგი ნელ-ნელა ჩვეულ კონდიციებს იბრუნებდა. ძალიან კარგ გზაზე იყო. ახლა ჩვენ მას მხარდაჭერას ვუცხადებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ ქირურგიული ჩარევა წარმატებულად ჩაივლის. ასევე ძალიან მსურს, რომ კომანი მწყობრში, რაც უფრო სწრაფად ჩადგეს", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.

"კომანის ტრავმა ძალიან სამწუხაროა. მხოლოდ ახლახანს დაბრუნდა. შოკში ვიყავი", განაცხადა იოზუა კიმიხმა.

"პირველ ტაიმში ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. შესვენების შემდეგ სუსტი მონაკვეთი გვქონდა, მაგრამ შემდგომში მოვუმატეთ და დამსახურებლად გავიმარჯვეთ", თქვა მანუელ ნოიერმა.

"მეორე ტაიმში, რაღაც დროის მონაკვეთში, გუნდი პასიურად გამოიყურებოდა. მე ეს ფაქტი არ მომეწონა, მაგრამ შემდეგ მატჩში დაბრუნება და გარდატეხის შეტანა შევძელით. ამით უკვე კმაყოფილი დავრჩი", დაასრულა ნიკო კოვაჩმა.

ხორვატი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, სამშაბათის დილამდე გუნდს ორდღიანი შესვენება ექნება. იმავე საღამოს ბაიერნი Chicago Fire-ს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს ალიანც არენაზე ბასტიან შვაინშტაიგერის გამოსამშვიდობებელი მატჩი შედგება.


25-08-2018